iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მემკვიდრეობა » ვინ უნდა გადაიხადოს გარდაცვლილი პირის ვალები?
იურიდიული სტატია

ვინ უნდა გადაიხადოს გარდაცვლილი პირის ვალები?

15-02-2023, 15:46 მემკვიდრეობა / iuristi / Advokati | lawyer / ადვოკატი 181 ნახვა
ვინ უნდა გადაიხადოს გარდაცვლილი პირის ვალები?

მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მხოლოდ მიღებული სამკვიდროს ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

მაგ: თუ მამკვიდრებელს ჰქონდა 1 მილიონის ღირებულების აქტივები და 1.5 მილიონის ღირებულების ვალდებულებები, მემკვიდრეები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ მხოლოდ სამკვიდროს აქტივების ფარგლებში, ანუ 1 მილიონის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი 500 ათასის ფარგლებში ისინი არ იქნებაინ პასუხისმგებელნი.

მემკვიდრემ უნდა დაამტკიცოს, რომ მამკვიდრებლის ვალები აღემატება სამკვიდროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამკვიდრო აღწერილი იყო ნოტარიუსის მიერ.

სამკვიდროს აღწერა არ არის სავალდებულო, თუმცა მისი განუხორციელებლობის შემთხვევაში, მემკვიდრეს დაეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ სამკვიდროს პასივები მეტია სამკვიდროს აქტივებზე.

მოანდერძეს შეუძლია მთელი ვალის ან მისი ნაწილის გადახდა დააკისროს ერთ ან რამდენიმე მემკვიდრეს, თუმცა თუ ვალდებულება ამ მემკვიდრის/მემკვიდრეების წილს აღემატება, მაშინ სხვა მემკვიდრეები ვალდებულები იქნებიან აღნიშნული სხვაობა დაფარონ მათი წილის/წილების პროპორციულად.

მაგ:სამკვიდრო 10.000 ლარია და ორი მემკვიდრე ღებულობს თანაბარ წილს, ხოლო სამკვიდროს პასივები შეადგენს 6.000 ლარს. ასეთ შემთხვევაში თუ მთელი პასივების გადახდა მამკვიდრებელმა ანდერძით ერთ-ერთ მემკვიდრეს დაავალა, იგი თავისი წილიდან – 5.000 ლარიდან ვერ მოახდენს სრულად ვალდებულების შესრულებას, ამიტომაც ნარჩენი ვალდებულება – 1000 ლარი უნდა დაფაროს მეორე მემკვიდრემ.

მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ.

მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წაყენების ვადები:

მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.

თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან.

ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.

მაგ: მამკვიდრებელმა ისესხა 10.000 ლარი პეტრესგან 3 წლის ვადით და გარდაიცვალა 6 თვეში. ხოლო კრედიტორისთვის ამის შესახებ ცნობილი გახდა 6 თვის შემდეგ. (ერთი წლის თავზე), ამ მომენტიდან 6 თვის განმავლობაშ მას ექნება ვალის მოთხოვნის უფლება. ხოლო თუ სამი წელი გავიდა ისე, რომ სამკვიდროს გახსნის შესახებ არ იცოდა კრედიტორმა, მაშინ მოთხოვნის დადგომიდან 1 წლის მანძილზე აქვს მას მოთხოვნის უფლება, ხოლო შემდეგ იგი ვეღარ მოითხოვს ვალის დაბრუნებას.

კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნებზე, რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით, ასევე მესამე პირების მოთხოვნებზე ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის და მათი კუთვნილი ქონების გამოთხოვის თაობაზე. აღნიშნულ მოთხოვნებზე ვრცლდება საერთო ხანდაზმულობის ვადები.

მემკვიდრეების უფლებები :

თუ მოთხოვნა კრედიტორის მიერ მოთხოვნის შესრულების ვადამდე იყო წარდგენილი, მაშინ მემკვიდრეს უფლება აქვს გადადოს შესრულება ვადის დადგომამდე. ვადის დადგომიდან კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება სასარჩელო ხანდაზმულობის საერთო ვადის განმავლობაში

მაგ: ბოლო მაგალითის ფაქტობრივი გარემოების დროს. მოთხოვნის დადგომამდე, სამკვიდროს გახსნის შესახებ ინფორმაციის გაგების შემდგომ 6 თვის განმავლობაში მოითხოვა კრედიტორმა ვალდებულების დაბრუნება, თუმცა მოთხოვნა მხოლოდ 18 თვეში წარმოიშობოდა.

ასეთ ვითარებაში მემკვიდრეს უფლება აქვს მოთხოვნის წარმოშობის მომენტისათვის გადადოს შესრულება, ხოლო ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი ხანდაზმულობის ვადები იმოქმედებს, რაც მამკვიდრებლისგან მოთხოვნის დროს იქნებოდა.

მოთხოვნების დაკმაყოფილებისას მამკვიდრებლის კრედიტორებს უპირატესობა აქვთ მემკვიდრის კრედიტორებთან.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ უნდა დაკმაყოფილდეს მამკვიდრებლის კრედიტორების მოთხოვნა და შემდეგ მემკვიდრეების, იმ ქონებიდან, რაც მემკვიდრემ მიიღო სამკვიდროს სახით.

უმკვიდრო ქონების სახელმწიფოზე გადასვლისას სახელმწიფო პასუხს აგებს უმკვიდრო ქონების შესაბამისი ნაწილით მამკვიდრებლის ვალებზე ისე, როგორც მემკვიდრე.

წილის გასხვისების შემთხვევაში შემძენზე გადადის მამკვიდრებლის კრედიტორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების მოვალეობა, შეძენილი წილის ოდენობის შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ

კრედიტორების დაკმაყოფილება მემკვიდრეთა მიერ

ვრცლად

საანდერძო დანაკისრის შესრულება

საანდერძო დანაკისრის შესრულება

ვრცლად

წილის შემცირება პროპორციულად

წილის შემცირება პროპორციულად

ვრცლად

საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)

საანდერძო დანაკისრი (ლეგატი)

ვრცლად

სამკვიდროს დაცვა

სამკვიდროს დაცვა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp