ხელშეკრულებების მნიშვნელობა და იურისტების როლი
ხელშეკრულებების მნიშვნელობა და იურისტების როლი
საქართველოში ხშირად ვხვდებით სიტუაციებს, როდესაც მნიშვნელოვანი ხელშეკრულებებიიურისტების ჩარევის გარეშე ფორმდება, განსაკუთრებით ფიზიკური პირების შემთხვევაში. თუმცა,ეს პრაქტიკა ხშირ შემთხვევაში სერიოზულ რისკებს შეიცავს.
ხელშეკრულებების კომპლექსურობა
ხელშეკრულება შეიძლება იყოს მარტივი ან რთული, თუმცა ყველა შემთხვევაში აუცილებელია მისისიღრმისეული ანალიზი და ყველა დეტალის გათვალისწინება. მაგალითად, თუ ხელშეკრულებასაფორმებთ საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან, აუცილებელია მისი სტატუსისშემოწმება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პორტალზე შესაძლებელია კომპანიისიურიდიული მონაცემების შემოწმება: სახელი, საიდენტიფიკაციო ნომერი, დირექტორი და სხვამონაცემები.
ხელშეკრულების შინაარსი და საგანი
მნიშვნელოვანია, ზუსტად ირკვეოდეს, რა საკითხზე დაიდო ხელშეკრულება – რა პროდუქტის შეძენაან მომსახურების გაწევა იგეგმება. ხელშეკრულებაში მკაფიოდ უნდა იყოს გაწერილი პროდუქტის ან/და მომსახურების მახასიათებლები, მათი რაოდენობა და ხარისხი.
ფასი და გადახდის წესი
ფასი და მისი გადახდის მეთოდები ხელშეკრულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. თუფასი განსაზღვრულია უცხოურ ვალუტაში, აუცილებელია გადახდის კურსის დადგენა, რაც,მაგალითად, შეიძლება იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით გადახდის დღეს. სასურველიაუნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში მიუთითოთ საბანკო ანგარიშის ნომერი და ნაღდიანგარიშსწორების შემთხვევაში – მიღება-ჩაბარების აქტის დადასტურება.
შესრულების ვადები და პირობები
ხელშეკრულებაში აუცილებელია ვადების მკაფიო და ზუსტი მითითება. ხელშეკრულების ძალაშიშესვლის თარიღი და შესრულების ვადები უნდა იყოს დადგენილი. ვადების დარღვევის შემთხვევაშიშესაძლებელია პირგასამტეხლოს გათვალისწინება გონივრული ოდენობით.
პირგასამტეხლო და ხარისხის მოთხოვნები
შესრულების ხარისხი და დარღვევის შედეგები ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენხელშეკრულებებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი უფლებას აძლევსსასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომპირგასამტეხლოს ოდენობა იყოს გონივრული.
იურისტების როლი
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევთ, მიზანშეწონილია ხელშეკრულებები იურისტის მიერ მომზადდეს და გადამოწმდეს. ეს არა მხოლოდშეამცირებს შეცდომების დაშვების რისკს, არამედ უზრუნველყოფს ხელშეკრულებისსამართლებრივად გამართულობასა და მის დაცვას სასამართლოში ან სხვა ინსტანციებში.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
