განქორწინება ნებისმიერი ქვეყნიდან დისტანციურად
ადვოკატი ნათია ნაკაშიძე გვთავაზობს უნიკალურ სერვისს, რომელიც საშუალებას აძლევს კლიენტებს, განქორწინდნენ დისტანციურად, ანუ ისე, რომ არ ჩამოვიდნენ საქართველოში. ეს სერვისი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ცხოვრობს სხვა ქვეყანაში ან რეგიონში.
დისტანციური განქორწინება გულისხმობს იმას, რომ ცოლ-ქმარს, რომლებიც იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნებში ან რეგიონებში, მიეცემათ საშუალება განქორწინდნენ ონლაინ რეჟიმში. ეს პროცედურა განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, თუ ერთი მხარე წინააღმდეგია ან არ აქვს სხვა სახის კავშირი პარტნიორთან.
განქორწინების პროცესისთვის, პირველ რიგში, ცოლმა ან ქმარმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ. ამის შემდგომ, მათ უნდა დაუკავშირდნენ იურისტს (viber; whatsapp) და გაიარონ იურიდიული კონსულტაცია. კონსულტაცია მოიცავს შემდეგ კითხვებს:
- სად იმყოფებიან ცოლ-ქმარი ტერიტორიულად?
- თანახმაა თუ არა მეუღლე განქორწინებაზე?
- ჰყავთ თუ არა საერთო შვილები?
- ქონებრივ დავაზე შეთანხმება აქვთ თუ არა?
ხელშეკრულება გაფორმდება დისტანციურად, ფინანსური საკითხების შესახებ მოლაპარაკების შემდეგ. შემდეგ, ნოტარიუსთან მზადდება მინდობილობა, რაც შესაძლებელია ნებისმიერ სანოტარო ბიუროში 15 წუთის მანძილზე. პროცესის დასრულების შემდეგ, სარჩელი წარედგინება სასამართლოში და განქორწინების რეგისტრაცია მოხდება შესაბამის ორგანოებში.
ემიგრანტებსა და უცხო ქვეყანაში მყოფ პირებს სჭირდებათ საბუთების თარგმნა და აპოსტილით დამოწმება ეს პროცესი სრულდება ისე, რომ საბუთები არ დახარვეზდეს ევროპის რომელიმე ქვეყანაში.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
