iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები » იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული SCIM2025
იურიდიული სტატია

იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული SCIM2025

19-11-2025, 18:26 ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები / ემიგრანტები იტალიაში 13 ნახვა
იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული SCIM2025
საქართველოში ბრუნდება იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული SCIM2025, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით, წელს უკვე მეათედ იმართება და მიზნად ისახავს იტალიური იდენტობისა და კულტურის შემადგენელი ნაწილის - კულინარიული ტრადიციებისა და ენოგასტრონომიული ცოდნის პოპულარიზაციას.
წლევანდელი კვირეულის თემაა „იტალიური სამზარეულო - კულტურა, რომელიც ტრადიციებით, ინოვაციებით, ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა კვების პრინციპებით საზრდოობს“ და მისი მიზანია იტალიური სამზარეულოს (რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანის კანდიდატია!), როგორც ჯანსაღი, დაბალანსებული და ეკოლოგიურად სუფთა კვების სანიმუშო მოდელის, მნიშვნელობის წარმოჩინება და პოპულარიზაცია.
იტალიური სამზარეულოს – მემკვიდრეობის, რომელიც ცოდნასა და ტრადიციებს აერთიანებს და ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო სავიზიტო ბარათია – კვირეულის აღნიშვნა საქართველოში მიეძღვნება ემილია-რომანიას რეგიონის სამზარეულოს და წარმოადგენს ამ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების მესამე ნაწილს (საგანმანათლებლო სფეროსა და თეატრალური ხელოვნების შემდეგ), რომელსაც იტალიის საელჩო ახორციელებს.
კვირეულის ფარგლებში იტალიის საელჩო, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE-ITA) თანამშრომლობით, იტალიური სამზარეულოს მოყვარულებისთვის გამართავს ღონისძიებებს, რომლებიც ერთგვარი მოგზაურობა იქნება ავთენტური გემოების, კულინარიული ხელოვნებისა და იტალიური ნაწარმის შეუდარებელი ხარისხის სამყაროში.
საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორან „დიუმაში“ გაიმართება საზეიმო ვახშამი, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, სამეწარმეო წრეებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან. იტალიური სამზარეულოს საერთაშორისო სკოლა ALMA-ს შესანიშნავი შეფ-მზარეულები, სტეფანო სკარსო, ალმოს გალეოტი და დანიელა ანტონიოტი, 120-ზე მეტ სტუმარს იტალიური დელიკატესებისა და საუკეთესო ღვინოებისაგან შექმნილ მენიუს შესთავაზებენ.
ღონისძიება იტალიური საოპერო ნაწარმოებების თანხლებით გაიმართება, რომლებსაც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ აღიარებული იანო ალიბეგაშვილი, ცნობილი ტენორი ოთარ ჯორჯიკია და შესანიშნავი პიანისტი ნიკა ნიყვაშვილი შეასრულებენ.
„სამზარეულო ის ენაა, რომელიც ერის იდენტობას, ქვეყნის კუთხეებს, ტრადიციებსა და ცოდნას ასახავს. იტალიური სამზარეულო არა მხოლოდ საუკეთესო ხარისხისა და განუმეორებელი გემოების სიმბოლოა, არამედ ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა კვების სინონიმიცაა“, - განმარტავს იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო, - “იტალიური სამზარეულოს მე-10 მსოფლიო კვირეულის ფარგლებში საქართველოში წარმოვადგინეთ გასტრონომიის კუთხით იტალიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეგიონის, ემილია-რომანიას სამზარეულო, რომელსაც არსებობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და მრავალფეროვანი კულინარიული ტრადიციებით, შესანიშნავი ინგრედიენტებითა და გასტრონომიისადმი სიყვარულით გამოირჩევა“.
კვირეულის აღნიშვნა იტალიის საელჩოს მიერ What About Georgia-სთან თანამშრომლობით ორგანიზებული ღონისძიებით გაგრძელდება: 21-22 ნოემბერს Factory Tbilisi-ს შთამბეჭდავ სივრცეში გაიმართება იტალიური გასტრონომიისა და მუსიკის ფესტივალი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი სტენდი ისეთი იტალიური ნაწარმითა და ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი კერძებით, როგორიცაა პასტა, პიცა, ყავა, ტირამისუ, ნაყინი და სხვ. დეგუსტაცია გაგრძელდება იტალიელი შეფ-მზარეულების მასტერკლასებით და დასრულდება მუსიკალური ფესტივალით, რომელსაც ცნობილი იტალიელი და ქართველი დიჯეები გაუძღვებიან. ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.
მადლობას ვუხდით ჩვენს სპონსორ და პარტნიორ ორგანიზაციებს, რომლებმაც იტალიური სამზარეულოს მე-10 მსოფლიო კვირეულის ღონისძიებების ორგანიზებაში წვლილი შეიტანეს!“ - ნათქვამია იტალიის საელჩო საქართველოში განცხადებაში
შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


იტალიური ენის ოცდამეოთხე კვირეულის აღნიშვნა საქართველოში

იტალიური ენის ოცდამეოთხე კვირეულის აღნიშვნა საქართველოში

ვრცლად

SLIM2024 Al via dal 14 ottobre la XXIV edizione della Settimana della Lingua Italiana nel Mondo

SLIM2024 Al via dal 14 ottobre la XXIV edizione della Settimana della Lingua Italiana nel

ვრცლად

თარგმნა იტალიური ენიდან ქართულზე და პირიქით

თარგმნა იტალიური ენიდან ქართულზე და პირიქით

ვრცლად

იტალიური ენიდან თარგმნა / Translation / Перевод

იტალიური ენიდან თარგმნა / Translation / Перевод

ვრცლად

თარგმნა იტალიური ენიდან

თარგმნა იტალიური ენიდან

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp