ქ. ბარიში ახლად დანიშნული გენერალური კონსული ირაკლი ქოიავა
2025 წლის 10 აგვისტოს ქ. ბარის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქართული სამრევლოს ტაძარში (Chiesa di Santa Chiara) გაიმართა ქ. ბარიში ახლად დანიშნული გენერალური კონსულის, ირაკლი ქოიავას შეხვედრა ქართულ დიასპორასთან. ირაკლი ქოიავამ სიტყვით მიმართა დიასპორის წარმომადგენლებს. გენერალურმა კონსულმა ისაუბრა სახელმწიფოსათვის დიასპორასთან ურთიერთობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.
გენერალურმა კონსულმა მადლობა გადაუხადა ქართულ დიასპორას ქართული ენის, კულტურის, ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის გაწეული ძალისხმევისათვის და გამოხატა მზადყოფნა სხვადასხვა იდეებისა და წინადადებების განხილვასა და მხარდაჭერის აღმოჩენასთან დაკავშირებით.
საადვოკატო ბიურო “ნაკაშიძე და პარტნიორები“ წარმატებებს უსურვებს ქ. ბარიში ახლად დანიშნულ გენერალურ კონსულს, ირაკლი ქოიავას.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
