Wizz Air - მგზავრებს მიმართავს თხოვნით რომ, გამგზავრებამდე მინიმუმ 3 საათით ადრე გამოცხადდნენ აეროპორტში
Wizz Air იმ მრავალ ავიაკომპანიას შორისაა, რომლებიც დაზარალდნენ გლობალური IT შეფერხებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უნგრული ავიაკომპანია განცხადებას ავრცელებს.
„დღეს, როგორც ყველა სხვა ავიაკომპანია, Wizz Air-იც განიცდის მწვავე ტექნიკურ გამოწვევებს გლობალური IT-სისტემის მუშაობის შეფერხების გამო. **Wizz Air**-ის მომხმარებლებს, შესაძლოა პრობლემები შეექმნათ ავიაკომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით.
Wizz Air-ის ონლაინ სერვისები, რომლებიც ამჟამად შეფერხებით მუშაობს:
- Wizz Air-ის ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია
- დაჯავშნის სისტემა
- ონლაინ შემოწმების სისტემა და ჩასხდომის ბარათის ჩვენება
- საკონტაქტო ცენტრები – ახალი ჯავშნები და არსებულში შეტანილი ცვლილებები
მიმდინარე შეფერხების პერიოდში, მგზავრებს ვთხოვთ, გამგზავრებამდე მინიმუმ 3 საათით ადრე გამოცხადდნენ აეროპორტში, რათა შეძლონ რეგისტრაცია, უსაფრთხოებისა და საპასპორტო კონტროლის პროცედურების სწრაფად გავლა. აეროპორტში უფასო რეგისტრაცია ხელმისაწვდომია ყველა მგზავრისთვის.
Wizz Air-ის გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომხმარებლებისთვის მინიმუმამდე დაიყვანოს ტექნიკური შეფერხებით გამოწვეული ზიანი“.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
