iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები » ამანათები რპმ არ შეყოვნდეს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გადამზიდავ კომპანიებს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ
იურიდიული სტატია

ამანათები რპმ არ შეყოვნდეს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გადამზიდავ კომპანიებს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ

20-07-2024, 14:02 ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები / ემიგრანტები იტალიაში / სიახლე 156 ნახვა
ამანათები რპმ არ შეყოვნდეს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გადამზიდავ კომპანიებს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ

შემოსავლების სამსახური აქვეყნებს ბოლო 1 წლის სტატისტიკურ მონაცემებს საფოსტო გზავნილების შესახებ

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ ბოლო 1 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საფოსტო გზავნილების საერთო რაოდენობამ 13 319 043 შეადგინა, რაც 2022-2023 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.6%-ით მეტია.

ეფექტური საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, უწყება აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რენტგენო ინსპექტირების სისტემებით, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს გაზრდილი საფოსტო გზავნილების მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები.
შეგახსენებთ, რომ საფოსტო გზავნილით შემოტანილ ან გასატან საქონელზე საბაჟო დეკლარაციას ავსებს საფოსტო გზავნილის გადამზიდავი, რომელიც არის მიმღების და გამგზავნის წარმომადგენელი. ის შემოსავლების სამსახურში საქონლის შესახებ, ინფორმაციის წარდგენისას, ხელმძღვანელობს თავად პირის მიერ მიწოდებული მონაცემებით, შესაბამისად, გზავნილის მიმღები და გამგზავნი ვალდებულია საფოსტო გზავნილის გადამზიდავს მიაწოდოს სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია. თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელს არ აქვს თანმხლები დოკუმენტაცია, რის გამოც დაუდგენელია მისი ღირებულება ან თუ დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ გზავნილის სავარაუდო ღირებულება აღემატება დოკუმენტაციაში ასახულ თანხას - საბაჟო ორგანოს მიერ, განხორციელდება საქონლის ექსპერტიზა სწორი საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით. არასწორი მონაცემების მიწოდების ( ღირებულების) გამოვლენის შემთხვევაში დგება საჯარიმო ოქმი საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად.

აღნიშნული რეგულაციის ფარგლებში, ყველა საფოსტო გადამზიდავის მიმართ, თანაბრად ვრცელდება კანონმდებლობით დადგენილი ნორმები/საბაჟო კონტროლის პროცედურები.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ფიზიკურ პირებს მოუწოდებს, საფოსტო გზავნილის გადამზიდავ კომპანიებს მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია, რათა არ მოხდეს ამანათის შეყოვნება და სწრაფად განხორციელდეს მის მიმართ საბაჟო ფორმალობები.

წყარო: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, გადამზიდავ კომპანიებს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ, რათა ამანათები არ შეყოვნდეს
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს

ვრცლად

სარფში 146 000 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

სარფში 146 000 ლარის არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ვრცლად

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ვრცლად

მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის

ვრცლად

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp