ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2023 წლის 24 ნოემბრიდან ქ. მილანში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ დაწყო საკონსულო სერვისების გაცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ქ. მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს დაფარვის ოლქს წარმოადგენს იტალიის რესპუბლიკის შემდეგი რეგიონები: ლომბარდია, ემილია რომანია, ვალე დ’აოსტა, პიემონტე, ლიგურია, ვენეტო, ფრიული ვენეცია ჯულია, ტრენტინო ალტო-ადიჯე.
საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ ჩამოთვლილ რეგიონებში საკონსულო მომსახურების მისაღებად უნდა გამოცხადდნენ ქ. მილანში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: Via Ugo Foscolo 8, Milano, Mi, 20121.
მოქალაქეთა მიღება წარმოებს ყოველ დღე პარასკევის და უქმე დღეების გარდა 🕙10:00 - 🕐13:00 საათამდე
საკონსულო მომსახურების მიღება შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით
(იხილეთ წინასწარი ჩაწერისთვის საჭირო ბმული: www.geoconsul.gov.ge ).
სატელეფონო კონსულტაცია: 15:00 დან -17:00 მდე
ტელ: 02 89076640
ელ-ფოსტა: cons.milan@mfa.gov.ge
გისურვებთ წარმატებებს!
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
