iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » ისტორიული დღე საფრანგეთში: ნიკოლა სარკოზი ციხეში მეუღლესთან ერთად მივიდა - რა ელის La Santé-ში და რატომ მიაქვს „გრაფი მონტე-კრისტო“?
იურიდიული სტატია

ისტორიული დღე საფრანგეთში: ნიკოლა სარკოზი ციხეში მეუღლესთან ერთად მივიდა - რა ელის La Santé-ში და რატომ მიაქვს „გრაფი მონტე-კრისტო“?

21-10-2025, 13:12 სიახლე 16 ნახვა
ისტორიული დღე საფრანგეთში: ნიკოლა სარკოზი ციხეში მეუღლესთან ერთად მივიდა - რა ელის La Santé-ში და რატომ მიაქვს „გრაფი მონტე-კრისტო“?

საფრანგეთის ისტორიაში ახალი, დრამატული ფურცელი იწერება. დღეიდან, 21 ოქტომბრიდან, რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, პატიმრობას იწყებს. ის თანამედროვე საფრანგეთის პირველი ექს-ლიდერია, რომელიც რეალურ პატიმრობას მოიხდის. სარკოზი პარიზის ცნობილ La Santé-ს ციხეში საკუთარი ფეხით, მეუღლის, კარლა ბრუნი-სარკოზის თანხლებით მივიდა.

ეს კადრები უკვე შეფასდა, როგორც ისტორიული. 70 წლის ყოფილი პრეზიდენტი ამ ღამეს უკვე საკანში გაათენებს.

ნიკოლა სარკოზი კატეგორიულად არ ეთანხმება გამამტყუნებელ განაჩენს. ის განსაკუთრებით აპროტესტებს მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლის ძალითაც მას საპატიმროში ათავსებენ სააპელაციო საჩივრის სრულ განხილვამდე.

პარიზის უბანში, სადაც სარკოზი და კარლა ბრუნი ცხოვრობენ, 100-ზე მეტი მხარდამჭერი შეიკრიბა. ისინი საფრანგეთის ჰიმნს ასრულებდნენ და სკანდირებდნენ: "ნიკოლა, ნიკოლა!". მიმდებარე ღობეზე გაკრული იყო ტრანსპარანტები წარწერით: "გამაგრდი, ნიკოლა, მალე დაბრუნდი" და "ნამდვილი საფრანგეთი ნიკოლასთანაა".

მიუხედავად მძიმე მომენტისა, თავად ექს-პრეზიდენტი სიმტკიცეს ინარჩუნებს. "ციხის არ მეშინია. თავს მაღლა ავწევ, მათ შორის La Santé-ს კართანაც. ბოლომდე ვიბრძოლებ“, - განუცხადა მან La Tribune Dimanche-ს.

ცნობილი გახდა იმ ნივთების მცირე ჩამონათვალიც, რისი წაღების უფლებაც მას მისცეს. გამოცემა La Tribune Dimanche-ის ცნობით, სარკოზის ჩანთაში ტანსაცმელთან ერთად 10 ოჯახური ფოტოსურათი ედება.

თუმცა, ყველაზე დიდი ყურადღება იმ წიგნებმა მიიქცია, რომლებსაც პოლიტიკოსი საკანში წაიღებს. Le Figaro-სთან საუბარში მან დაადასტურა, რომ იმ სამ წიგნს შორის, რომლის შეტანის ნებაც დართეს, იქნება ალექსანდრე დიუმას „გრაფი მონტე-კრისტო“. ეს არჩევანი ბევრმა მიიჩნია სიმბოლურ მინიშნებად უსამართლოდ დაპატიმრებული კაცის შესახებ, რომელიც შურისძიებისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, 25 სექტემბერს ნიკოლა სარკოზის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 100 000 ევროს ოდენობის ჯარიმა შეუფარდეს. სასამართლომ ის ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო გახმაურებულ "ლიბიის საქმეში". ბრალდების მიხედვით, ის მონაწილეობდა დანაშაულებრივ შეთქმულებაში, რომლის მიზანიც 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიისთვის ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან უკანონო დაფინანსების მიღება იყო.

იურიდიული პროცედურის თანახმად, სარკოზის სააპელაციო სასამართლოში გათავისუფლების მოთხოვნით სარჩელის შეტანა მხოლოდ დაპატიმრების შემდეგ შეეძლება. ამის შემდეგ მოსამართლეებს მისი მოთხოვნის განსახილველად ორთვიანი ვადა ექნებათ.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ნიკოლა სარკოზი, La Santé, კარლა ბრუნი, პატიმრობა, ლიბიის საქმე, კადაფი, სასამართლო, გრაფი მონტე-კრისტო, პარიზი, საფრანგეთი, ექს-პრეზიდენტი, სარკოზი ციხეში, La Santé ციხე, სარკოზი პატიმრობა, სარკოზი ლიბიის საქმე, სარკოზი კადაფი, საფრანგეთის პრეზიდენტი, სარ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო Max Mara-ს გახსნას დაესწრო

იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო Max Mara-ს გახსნას დაესწრო

ვრცლად

საფრანგეთში დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე, რომლებმაც პუშკინის იშვიათი გამოცემები მოიპარეს

საფრანგეთში დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე, რომლებმაც პუშკინის იშვიათი გამოცემები

ვრცლად

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 20

ვრცლად

საქართველოს პროკურატურამ, საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვას კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

საქართველოს პროკურატურამ, საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვას კომპეტენტური უწყებების

ვრცლად

ციხის დირექტორს პატიმარი შეუყვარდა და მასთან ერთად გაიქცა

ციხის დირექტორს პატიმარი შეუყვარდა და მასთან ერთად გაიქცა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp