iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » საკონსტიტუციო სასამართლომ 0.000172 გრამამდე LSD-ს ფლობაზე საპატიმრო სასჯელი არაკონსტიტუციურად ცნო
იურიდიული სტატია

საკონსტიტუციო სასამართლომ 0.000172 გრამამდე LSD-ს ფლობაზე საპატიმრო სასჯელი არაკონსტიტუციურად ცნო

14-03-2025, 21:25 სიახლე 36 ნახვა
საკონსტიტუციო სასამართლომ 0.000172 გრამამდე LSD-ს ფლობაზე საპატიმრო სასჯელი არაკონსტიტუციურად ცნო

2025 წლის 6 მარტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა №733 კონსტიტუციური სარჩელი („გელა ტარიელაშვილი, გიორგი კვირიკაძე, ვლადიმერ გასპარიანი, ივანე მაჭავარიანი და სხვები (სულ 9 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას აწესებს ისეთი ქმედებისათვის როგორიც არის, ნარკოტიკული საშუალების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობით შეძენა/შენახვა, ამავდროულად, დიდი ოდენობითა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების დამზადება, შეძენა და შენახვა.

მოსარჩელეები მსჯავრდებულნი იყვნენ სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებასთან დაკავშირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებისათვის და სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა. მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ მათ მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებში არსებულ ნარკოტიკულ საშუალებათა/ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა ოდენობები წარმოადგენდა მეტად მცირეს და არ არსებობდა მათი საზოგადოებაში რაიმე ფორმით გავრცელების გონივრული, ხელშესახები რისკი და, ამ მხრივ, საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაზიანების საფრთხე. მოსარჩელე მხარე აღნიშნავდა, რომ მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნებისთვის ნარკოტიკული საშუალების/ფსიქოაქტიური ნივთიერების ფლობა ან/და მისი დამზადება არ წარმოადგენდა იმ ინტენსივობისა და საშიშროების ქმედებას, რომ მასზე გავრცელებულიყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თავისუფლების აღკვეთის სახით. მოსარჩელეები განმარტავდნენ, რომ ქმედებისათვის, რომელიც მხოლოდ მის ჩამდენს უქმნის საფრთხეს, თავისუფლების აღკვეთა ცალსახად არაკონსტიტუციურია და უტოლდება პატივისა და ღირსების შემლახავ სასჯელს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ სადავო ოდენობებით ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა, შენახვისა და დამზადებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესება ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები ემსახურებოდა ისეთი ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორიცაა საზოგადოებისა და მისი წევრების ჯანმრთელობის დაცვა, ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისა და ნარკომანიის პრევენცია. მოპასუხე მხარე მიუთითებდა, რომ სადავოდ გამხდარი ნარკოტიკული საშუალებების გასაჩივრებული ოდენობები არ წარმოადგენდა ერთჯერადი მოხმარების დოზებს, რაც ქმნიდა ამ ნივთიერებების საზოგადოებაში გავრცელების რისკს. იმავდროულად, მოპასუხის განმარტებით, ამგვარი ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები ნარკოტიკული შიმშილის დროს მიდრეკილნი არიან აგრესიული ქცევისკენ და დანაშაულის ჩადენისკენ. ამდენად, მოპასუხე მხარე მიიჩნევდა, რომ სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება წარმოადგენდა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის თანაზომიერ საშუალებას.

მოცემული დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენდა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობა ნარკოტიკული საშუალებების – მორფინის (0.4 გრამამდე ოდენობით), ბუპრენორფინის (0.0149 გრამამდე ოდენობით), ლიზერგიდის (0.000172 გრამამდე ოდენობით), მეთადონის (0.3483 გრამამდე ოდენობით), ჰეროინის (0.2640 გრამამდე ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვის, ნარკოტიკული საშუალება დეზომორფინის (0.0047 გრამამდე ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით, დამზადება, შეძენისა და შენახვის გამო და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება AB-CHMINACA-ს (3,48 გრამამდე ოდენობით) წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვის გამო.

საკონსტიტუციო სასამართლომ, დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, შეაფასა რამდენად უქმნიდა ზემოაღნიშნული ოდენობებით მითითებული ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვა ან/და დამზადება საზოგადოების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა, როგორც წარმოდგენილი ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოაქტიური ნივთიერების ოდენობის გათვალისწინებით მათი ავტომატური გავრცელების საფრთხე, ისე მათი მოხმარების შემთხვევაში, დამოკიდებულების ჩამოყალიბების პოტენციალისა და აგრესიული ქცევის გამოწვევის საშიშროების ხარისხი.

საკონსტიტუციო სასამართლომ, საქმის არსებით განხილვაზე მოწვეული ექსპერტების შეფასებით დაადგინა, რომ 0.000172 გრამამდე ოდენობით ლიზერგიდი a priori ვერ ჩაითვლება იმ ოდენობად, რომელიც ავტომატურად ქმნის მისი გავრცელებისა და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკს. საკონსტიტუციო სასამართლომ, ექსპერტთა განმარტებების საფუძველზე, ასევე მიიჩნია, რომ ჰიპოთეტურია დასკვნა, რომ ლიზერგიდის მოხმარება აბსტინენციის ჩამოყალიბებასა და აბსტინენციის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოპოვების მიზნით დანაშაულის ჩადენას გამოიწვევს. ამდენად, მინიმალურია ის დადებითი ეფექტი, რასაც სახელმწიფო აღწევს დასახელებული ქმედების ამსრულებლისთვის თავისუფლების აღკვეთით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ 0.000172 გრამამდე ოდენობის ლიზერგიდის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ვერ გამართლდებოდა სხვა პირთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

აღნიშნულის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელში წარმოდგენილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების AB-CHMINACA-ის სადავო ოდენობა (3.48 გრამი), საკმაოდ მაღალი დოზაა და სასამართლოს შეფასებით, ობიექტურად შეიძლება აჩენდეს რეალიზაციის რეალურ საფრთხეს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო უფლებამოსილია, დააწესოს თავისუფლების აღკვეთა ზემოაღნიშნული ოდენობით AB-CHMINACA-ის შეძენა/შენახვისთვის, რაც ვერ ჩაითვლება აშკარად არაპროპორციულ სასჯელის ზომად.

საქმის არსებით განხილვაზე მოწვეული ექსპერტების შეფასებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალებების მორფინის, ჰეროინის, დეზომორფინის, მეთადონისა და ბუპრენორფინის გასაჩივრებული ოდენობების მოხმარება იწვევს როგორც დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ასევე პირის მხრიდან აგრესიულ ქცევას. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ისეთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, რომელიც იწვევს შეჩვევას ან რომლის მოხმარების შემთხვევაში პირი ხდება აგრესიული და სჩადის ძალადობრივ ქმედებებს, შეიცავს რისკებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის. შესაბამისად, ამგვარი ნივთიერებების დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის სასჯელის დაწესება საზოგადოების უსაფრთხოების დაცვისკენ არის მიმართული. ასეთი ტიპის საზოგადოებრივი საფრთხის პრევენციისთვის სახელმწიფო უფლებამოსილია, გამოიყენოს ისეთი მკაცრი პასუხისმგებლობის ზომა, როგორიც არის თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ, ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების მითითებული ოდენობებით შეძენის, შენახვისა და დამზადებისთვის გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთა, მათი მოხმარებიდან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, მიიჩნია პროპორციული სასჯელის ზომად.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: 0.000172 გრამამდე LSD-ს ფლობაზე, საკონსტიტუციო სასამართლომ, საპატიმრო სასჯელი არაკონსტიტუციურად ცნო
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა , განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე

ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული

ვრცლად

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ

ვრცლად

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ განსაკუთრებით დიდი

ვრცლად

ნარკოდანაშაულის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა

ნარკოდანაშაულის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა

ვრცლად

განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ბრალდებული პირი გამართლდა

განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის ბრალდებული პირი გამართლდა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp