სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ხოლო ამავე საქმეზე მსჯავრდებულ ორ პირს ბრალი დაუმძიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა თითქოსდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, 2018 წლის 16 ოქტომბერს შპს ,,ჯიექს კვადრატი“ დააფუძნეს. კომპანიის წარმომადგენლებმა მოქალაქეებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით კორპუსის მშენებლობის დასრულების და შეძენილი ფართების მესაკუთრეთათვის გადაცემის ვალდებულება აიღეს. აღნიშნულის საფუძველზე, დაზარალებულებმა კომპანიის საბანკო ანგარიშზე დიდი ოდენობით თანხა ჩარიცხეს. მიღებული თანხების მიუხედავად, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და დაზარალებულებისთვის შეძენილი ფართების საკუთრებაში გადაცემა.
აღნიშნული გზით, ბრალდებულები 74 მოქალაქის კუთვნილ 3 295 519.124 ლარს დაეუფლნენ.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
