iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » Pieno successo, standing ovation e lunghi applausi per la Compagnia teatrale napoletana “Teatri 35”.
იურიდიული სტატია

Pieno successo, standing ovation e lunghi applausi per la Compagnia teatrale napoletana “Teatri 35”.

8-10-2024, 15:53 სიახლე 76 ნახვა
Pieno successo, standing ovation e lunghi applausi per la Compagnia teatrale napoletana “Teatri 35”.

ნეაპოლური თეატრალური დასის “Teatri 35” სპექტაკლმა თბილისში დიდი წარმატებით ჩაიარა.


“გრძელდება ჩვენი საელჩოს ძალისხმევა იტალიური კულტურის მრავალფეროვნებისა და იტალიის კულტურული მემკვიდრეობის საქართველოში უკეთ წარმოჩენისა და პოპულარიზაციისთვის. დღეს ჩვენ საქართველოში ისევ ჩამოვიტანეთ ორი იტალიელი გენიოსის, მიქელანჯელოსა და რაფაელის ხელოვნება, მაგრამ ამჯერად არა გამოფენის, არამედ თეატრალური წარმოდგენის სახით, რომელშიც თეატრი, სახვითი ხელოვნება და მუსიკაა შერწყმული“, - ამ სიტყვებით მიმართა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიების მრავალრიცხოვან სტუმრებს.


19 სექტემბერს 20 წლიანი ისტორიის მქონე ექსპერიმენტულმა თეატრალურმა დასმა “Teatri 35” კამპანიის რეგიონიდან კოტე მარჯანიშვილის სახ. პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე წარმოადგინა სპექტაკლი, რომელიც მიქელანჯელოს გენიალურ ქანდაკებებსა და რაფაელის ღვთაებრივ ფერწერას ეძღვნება. დასის მსახიობებმა (გაეტანო კოჩამ, ფრანჩესკო დე სანტისმა, ანტონელა პარელამ, ნიკოლა ვარალომ, ანდრეა ლოფამ, ვიტორია რეინა ნეგრიმ და მარტინა მირკომ) იტალიური რენესანსის ორი უდიდესი წარმომადგენლის ოცამდე შედევრი ჟესტების, ფერების, გამოსახულებებისა და მუსიკის მეშვეობით გააცოცხლეს.


წარმოდგენა გაიმართა ვივალდის, ბახის, ჰენდელის და ბაროკოს პერიოდის სხვა კომპოზიტორების, კორელის, მერულასა და ლოკატელის მუსიკალური ნაწარმოებების თანხლებით, რომლებიც თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტამ“, შესანიშნავმა ქართველმა თეორბისტმა გიორგი კუზანაშვილმა და ნიჭიერმა აზერბაიჯანელმა კონტრტენორმა ილჰამ ნაზაროვმა შეასრულეს.


თეატრალური წარმოდგენა „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი“ ერთ-ერთი ღონისძიებაა პროგრამიდან, რომელსაც იტალიის საელჩო კამპანიის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2024 წლის შემოდგომაზე ჩაატარებს. სპექტაკლის საქართველოში წარდგენა იტალიის საელჩოს მიერ 2024 წელს ორგანიზებული კულტურული ღონისძიებების სპონსორის, თიბისი ბანკის დახმარებით განხორციელდა.


ნეაპოლური თეატრალური დასის სპექტაკლმა დიდი წარმატებით ჩაიარა და მაყურებლის მქუხარე აპლოდისმენტებით დასრულდა.

Pieno successo, standing ovation e lunghi applausi per la Compagnia teatrale napoletana “Teatri 35”.


Continua l’impegno della nostra Ambasciata per promuovere e far conoscere sempre meglio in Georgia la varietà e il patrimonio culturale dell’Italia, Paese protagonista della scena culturale internazionale. Oggi abbiamo portato a Tbilisi l’arte dei due geni italiani, Michelangelo Buonarroti e Raffaello Sanzio, ma questa volta sotto forma di una performance che unisce le arti figurative, la musica e il teatro”, - con queste parole si è rivolto l’Ambasciatore d’Italia in Georgia Massimiliano D’Antuono ai numerosi ospiti dello straordinario evento, organizzato dall’Ambasciata italiana e svoltosi ieri, presso lo storico Teatro Statale di Drama Kote Marjanishvili di Tbilisi.


L’acclamata Compagnia teatrale napoletana “Teatri 35”, che da più di 20 anni lavora nel campo della sperimentazione teatrale, ha portato sul palco uno spettacolo in forma di tableaux vivants, omaggio al genio della scultura di Michelangelo e al divino della pittura di Raffaello. Grazie al perfetto equilibrio tra gesti, colori, percezioni visive e musica, il pubblico ha potuto sperimentare un nuovo modo di concepire l’arte e vivere un’esperienza unica, immergendosi nelle opere dei due grandi artisti del Rinascimento italiano.


I brillanti attori (Gaetano Coccia, Francesco O. De Santis, Antonella Parrella, Nicola Varallo, Andrea Loffa, Vittoria Rejna Negri e Martina Mirco) hanno “portato in vita” circa 20 delle più famose opere dei due geni italiani, mentre i brani dei più grandi compositori di barocco tra cui Vivaldi, Bach, Corelli, Händel, Merula e Locatelli, interpretati da Ilham Nazarov, eccezionale controtenore azero, il tiorbista georgiano Giorgi Kuzanashvili e l’Orchestra da camera di Stato “Georgian Sinfonietta” hanno reso tutto più magico e suggestivo.


Lo spettacolo, la cui presentazione in Georgia è stata resa possibile grazie al sostegno di TBC Bank, Sponsor delle attività culturali promosse dall'Ambasciata d'Italia in Georgia nel 2024, fa parte dell’evento promozionale della Regione Campania in Georgia, organizzato dall’Ambasciata d’Italia in Georgia che si svolgerà durante l’autunno 2024 nella capitale georgiana.


Lo spettacolo ha riscosso un grande successo e si è concluso con un lunghissimo applauso e una standing ovation del pubblico.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: Pieno successo, standing ovation e lunghi applausi per la Compagnia teatrale napoletana “Teatri 35”.
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


Festival Internazionale di Musica “Autumn Tbilisi”

Festival Internazionale di Musica “Autumn Tbilisi”

ვრცლად

იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო Max Mara-ს გახსნას დაესწრო

იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო Max Mara-ს გახსნას დაესწრო

ვრცლად

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს (MASSIMILIANO D’ANTUONO) შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური საქართველოში იტალიის საგანგებო და

ვრცლად

დღეს, თბილისში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდა და NAPOL - ში წარმატება უსურვა

დღეს, თბილისში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო ქართველ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდა და

ვრცლად

იტალიური უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუციის, Cassa Depositi e Prestiti-ს (CDP) პირველი ინვესტიცია საქართველოში.

იტალიური უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუციის, Cassa Depositi e Prestiti-ს (CDP) პირველი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp