iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა
იურიდიული სტატია

საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა

30-09-2024, 20:38 სიახლე 88 ნახვა
საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ გომელაურმა, მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად შეხვედრა გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრთან ქრისტოს სტაიკურასთან.


შეხვედრის დასრულების შემდეგ ვახტანგ გომელაურმა და ქრისტოს სტაიკურასმა მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.


შეთანხმების ხელმოწერას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში - ლევან ბერიძე და პოლიციის ატაშე საბერძნეთის რესპუბლიკაში - შოთა ხურციძე ესწრებოდნენ.


შეთანხმების ამოქმედების შემდგომ, მხარეთა მიერ გაცემული მოქმედი მართვის მოწმობის მფლობელები, თეორიული ან პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების გარეშე შეძლებენ მიიღონ თანაბარი ძალის მქონე მართვის მოწმობა იმ სახელმწიფოში, რომელიც მათ კანონიერ საცხოვრებელს წარმოადგენს.


შეთანხმებით განსაზღვრულია იმ სატრანსპორტო საშუალების კატეგორიები/ქვეკატეგორიები, რომელთა სამართავად გაცემული მართვის მოწმობები ექვემდებარებიან გადაცვლას, კერძოდ, AM, A1, A2, A, B1, B, BE, C1, C, D1, D1E, D, DE, CE და C1E კატეგორიების/ქვეკატეგორიების სამართავად გაცემული მართვის მოწმობების გადაცვლა თეორიული ან პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე იქნება შესაძლებელი.


საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმება მხარეთა მიერ შესაბამისი შიდა პროცედურების დასრულების შემდეგ შევა ძალაში.


აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეთანხმებები საქართველოს, ასევე, გაფორმებული აქვს ესპანეთის სამეფოსთან და ირლანდიასთან.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: შეთანხმებას ხელი მოეწერა, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის, მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების, გადაცვლის შესახებ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა

საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების

ვრცლად

ესპანეთში ქართული მართვის მოწმობის ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება შედგა

ესპანეთში ქართული მართვის მოწმობის ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება შედგა

ვრცლად

ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა

ირლანდიაში ქართული მართვის მოწმობების გადაცვლა შესაძლებელი გახდა

ვრცლად

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავჯმდომარეს - ჰულუსი აქარის შეხვდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული

ვრცლად

მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის

მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp