Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულების მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

პროკურატურამ ყოფილი მსჯავრდებულების მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო



საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად, პროკურატურამ გამოძალვისთვის მსჯავრდებულ მზევინარ ჯაფარიძისა და ჯ.ჯ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სააპელაციო სასამართლოსთვის მიმართვის გადაწყვეტილება მიიღო.


მზევინარ ჯაფარიძე 2010 წლის 7 ივლისს სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა. მოგვიანებით ამავე მუხლით დაუსწრებლად მიეცა პასუხისგებაში ბრალდებულის სახით ჯ. ჯ და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.


იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, კანადის მოქალაქე უ. ს-მ მესტიის რაიონის დაბა მესტიაში შეიძინა ტურისტული ბაზა „უშბა“ და მის სახელზე არსებული ქონების მართვაში, თავის მინდობილ პირად - დ.ქ. დანიშნა.


მესტიაში ყოფნისას დ.ქ.-მ გაარკვია, რომ დაბა მესტიის ზოგიერთ მკვიდრს გარკვეული პრეტენზია გააჩნდა ზემოხსენებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით. სიტუაციაში გარკვევის მიზნით, დ.ქ. სასტუმრო „მესტიაში“ შეხვდა ნელი ნავერიანს, შ. ჯ. - ს, დ. ჯ. -ს, ტ. ჯ.-ს და მათ ნათესავებს. შეხვედრისას დ.ქ.-მ აღნიშნულ პირებს განუმარტა, რომ ტურისტული ბაზა „უშბა“ მისმა პარტნიორმა შეიძინა კანონის შესაბამისად, თვითონ კი იყო მესაკუთრის წარმომადგენელი და აპირებდა ბაზის ამუშავებას. მსჯავრდების საქმის თანახმად, ნელი ნავერიანმა და შეხვედრაზე მყოფმა სხვა პირებმა დ.ქ. -ს განუცხადეს, რომ მათ არ გააჩნდათ დასახელებული უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, თუმცა მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო ზემოხსენებული ტურისტული ბაზა წარსულში ეკუთვნოდა მათ და მათ წინაპრებს. მსჯავრდების საქმის მიხედვით, ტურისტული ბაზის მართვის განხორციელებისა და ბაზაზე სამუშაოების შეუფერხებლად ჩასატარებლად მოცემულმა პირებმა ძალადობის მუქარით დ.ქ.-ს მოსთხოვეს მათთვის 220 000 ლარი გადაეხადა.


2010 წლის 7 ივლისს დ.ქ. სასტუმრო „მესტიაში“ შეხვდა შ. ჯ. - ს, დ. ჯ. -ს და ტ. ჯ.-ს და მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი 70 000 ლარი გადასცა. თანხის გადაცემის დროს სამართალდამცავებმა აღნიშნული პირები დააკავეს, ხოლო მზევინარ ჯაფარიძე დაკავებული იქნა საკუთარ სახლში. ამავე საქმეზე ჯ.ჯ-ს მოგვიანებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და გამოცხადდა ძებნა.


სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ ნელი ნავერიანი დ.ქ.-sთან შეხვედრებისას მუდმივად აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, ზემოხსენებულ უძრავ ქონებასთან მიმართებით წარმოშობილი დავის, სამართლებრივი ფორმით დარეგულირებასთან დაკავშირებით და ითხოვდა საქმეში ადვოკატების ჩართვას. გარდა აღნიშნულისა, გამოძებით დადგინდა, რომ ნელი ნავერიანს, მზავინარ ჯაფარიძეს და ჯ.ჯ-ს არა თუ არ მოუთხოვიათ მათთვის რაიმე თანხის გადაცემა, არამედ არც დასწრებიან შეხვედრებს, რომელზეც დ.ქ.-ს მიერ სხვა მსჯავრდებული პირებისთვის თანხის გადაცემა განხორციელდა. ხელახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე სრულად გამოირიცხა მზევინარ ჯაფარიძისა და ჯ. ჯ.-ს მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტი.


2023 წლის 30 მარტს, პროკურატურამ ნელი ნავერიანის მიმართ განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ნელი ნავერიანი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.


აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე პროკურატურამ, ამავე საქმეზე მსჯავრდებულების, მზევინარ ჯაფარიძისა და ჯ. ჯ-ს მიმართ გამოიტანა დადგენილება მათი უფლებების არსებითად დარღვევის შესახებ და სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით მიმართავს.


დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 485 პირი, რომელთაგან 333 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 67 000 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება. გარდა ამისა, დეპარტამენტის მიერ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 124 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 121 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 30 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი.


Following a re-investigation conducted by the Department to Investigate Offenses Committed in the Course of Legal Proceedings of the Prosecutor’s Office of Georgia, a decision was made to address the Court of Appeals to review the sentence against Mzevinar Japaridze and J. J., who had been convicted of extortion.


Mzevinar Japaridze was detained along with others on July 7, 2010, on charges of extorting 220,000 GEL from D. K., using threats of violence. She was charged under sub-clauses “a” and “c” of the second part of Article 181 of the Criminal Code of Georgia. Subsequently, J. J. was charged in absentia under the same article and was listed as wanted.


According to the indictment at that time, Canadian citizen U. S. M. purchased the tourist base "Ushba" located in Mestia township of Mestia district. To manage the property on his behalf, U. S. M. appointed D. K. as his trustee.


During his stay in Mestia, D. K. discovered that some residents of Mestia Township had certain claims regarding the aforementioned real estate. To clarify the situation, D. K. met Neli Naveriani, Sh. J., D. J., T. J., and their relatives at the "Mestia" hotel. During the meeting, D. K. explained to these individuals that the tourist base "Ushba" had been legally purchased by his partner, and he himself was the owner's representative tasked with operating the base. According to the conviction case, Neli Naveriani and others present at the meeting informed D. K. that they lacked documentation proving ownership of the mentioned real estate. However, they asserted that the land on which the tourist base was situated belonged to them and their ancestors in the past. According to the conviction, these individuals demanded that D. K. pay them 220,000 GEL under threat of violence to ensure the uninterrupted operation of the tourist base.


On July 7, 2010, D. K. met Sh. J., D. J., and T. J. at Mestia Hotel and gave them part of the sum they had requested - 70,000 GEL. Law enforcement officers detained these individuals during the money exchange, while Mzevinar Japaridze was apprehended at her house. J. J. was later charged in absentia in this case and was listed as wanted.


In scope of the new investigation carried out by Department to Investigate Offenses Committed in the Course of Legal Proceedings, new evidences were obtained and based on these evidences and witnesses’ testimonies it was established that Neli Naveriani constantly stated her position regarding the legal settlement of the dispute arising in relation to the aforementioned real estate and requested the involvement of lawyers in the case, during the meetings with D. K.  Besides, the investigation established that Neli Naveriani, Mzevinar Japaridze and J. J. did not require any sum, and they did not even attended the meetings where D. K. gave the amount to other convicts.  Based on the evidences obtained as a result of the re-investigation, the fact of committing any crime by Mzevinar Japaridze and J. J. was completely excluded.


On March 30, 2023, the Prosecutor’s Office addressed the court with the motion to review the sentence against Neli Naveriani, and she was found not guilty by verdict of Kutaisi Court of Appeals dated November 20,  2023.


Based on the new evidences obtained within the frame of the investigation of the case, the Prosecutor’s Office, made a ruling on essential violation of Mzevinar Japaridze’s and J. J.’s rights who were convicted in this case. The Prosecutor’s Office will address the court of appeals with the motion to review the sentence due to the newly revealed evidences.


485 persons have been recognized as victims since the Department was created. Movable and immovable property of approximately 67 000 000 GEL was returned and/or is being returned to 333 out of those 485 by the Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia as a result of the Prosecutor’s Office’s final decision. Besides, due to the new circumstances revealed by the Department, cases of 124 convicts were addressed to the court to review their sentences. As of today, not guilty verdicts were issued by the court for 121 persons. 30 out of those persons were given a status of a political prisoner according to the ruling of the Georgian Parliament dated December 5, 2012.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები