საქართველოს პრემიერ-მინისტრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა.
თავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მგზავრთნაკადის გამტარობის გაზრდას ისახავს მიზნად.
საუბარი შეეხო ზაფხულის სეზონისთვის მზადების პროცესს და აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა იგეგმება.
ხაზი გაესვა ტურიზმის მზარდ მაჩვენებლებს და მიმდინარე წლისთვის ამ კუთხით არსებულ მოლოდინებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია აეროპორტების ინფრასტრუქტურა მზად იყოს გაზრდილი მგზავრთნაკადის კომფორტული მომსახურებისთვის.
კომპანიის ხელმძღვანელი პირებისგან მიიღო ინფორმაცია ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით. როგორც მათ აღნიშნეს, უახლოეს პერიოდში იგეგმება ჩამოფრენის ტერმინალის გაფართოების სამუშაოები, რაც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რიგების შემცირებას შეუწყობს ხელს.
საუბარი ასევე შეეხო TAV Airports Holding-ის მენეჯმენტში განხორციელებულ ცვლილებებს. აღინიშნა, რომ ჰოლდინგის უმსხვილესი აქციონერია ფრანგული ADP ჯგუფი, რომელიც TAV Airports-თან ერთად მსოფლიოს 33 ქვეყნის 110 აეროპორტშია წარმოდგენილი.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
