iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » გადამზიდი კომპანია „ფოსტალონის“ საქმის შესწავლა დასრულდა
იურიდიული სტატია

გადამზიდი კომპანია „ფოსტალონის“ საქმის შესწავლა დასრულდა

29-05-2023, 13:32 სიახლე / სახელშეკრულებო სამართალი / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 192 ნახვა
გადამზიდი კომპანია „ფოსტალონის“ საქმის შესწავლა დასრულდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, გადამზიდი კომპანია „ფოსტალონის“ საქმის შესწავლა დაასრულა და პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. შესაბამისად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ არსებობდა პრობლემები ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილი ამანათების დაგვიანებასა და დაკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, პირობითი ვალდებულების ფარგლებში, კომპანიას დაევალა:

1. გაწეროს წესები და პირობები - თავდაპირველად განსაზღვრული თარიღიდან რამდენი დღის ვადაგადაცილება ჩაითვლება ამანათის არაგონივრული ვადით დაგვიანებად;

2. ამანათის ნებისმიერი ვადით დაგვიანების შემთხვევაში, მომხმარებელს წინასწარ, ინდივიდუალურად, მკაფიოდ, გასაგებად, საქართველოს სახელმწიფო ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია;

3. განახორციელოს ამანათის ვადის განსაზღვრა და იმ შემთხვევაში თუ მომხმარებლის უფლებები დაირღვევა - აანაზღაუროს ზიანი;

4. დეტალურად განსაზღვროს ამანათის მოვაჭრის საზღვარგარეთ მდებარე ოფისში სათანადოდ ჩაბარების წესი, მათ შორის - პირი/პირები, რომლებიც ამანათის ჩაბარებაზე იქნებიან პასუხისმგებელნი და ა.შ.

სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად:

- კომპანიამ აიღო ვალდებულება მომხმარებლებს აუნაზღაუროს სავარაუდოდ დაკარგული ამანათის ღირებულება და ტრანსპორტირების ხარჯი სრულად.

- მომხმარებელმა თავად განსაზღვროს თანხის უკან დაბრუნების მეთოდი - პირად საბანკო ანგარიშზე ან მომხმარებლის პირადი პროფილის ბალანსზე ზედმეტობაში დარიცხვა.

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოიცავს იმ მომხმარებელთა ჯგუფს, რომლებმაც ამანათები 2022 წლის პირველი ივნისიდან შეიძინეს და გადამზიდველ-ექსპედიტორ კომპანიად შპს „ფოსტალონი“ მიუთითეს.

მოვაჭრე ზიანის ანაზღაურებას განახორციელებს მომხმარებლის მიერ დადგენილი წესით პრეტენზიის წარდგენისა და შესაბამისი დოკუმენტების/ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში. განცხადების შევსება უნდა განხორციელდეს 2023 წლის 24 ივნისის ჩათვლით.

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების ჯეროვნად არ შესრულების შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ფოსტალონი, გადამზიდი კომპანია, საქმის შესწავლა, ზიანის ანაზღაურება, მომხმარებელი, პირობითი ვალდებულების, ხელშეკრულება, მოვაჭრე, შიდა პოლიტიკა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრე ვალდებულია მომსახურება ქართულ ენაზე განახორციელოს

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრე ვალდებულია მომსახურება ქართულ ენაზე

ვრცლად

მომხმარებლის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტი კომპანია "ზუმერში"

მომხმარებლის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტი კომპანია "ზუმერში"

ვრცლად

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მაღაზია Kontact Home-თან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მაღაზია Kontact Home-თან პირობითი ვალდებულების

ვრცლად

კონკურენციის სააგენტო - მომხმარებელი დაცულია ამანათზე საკუთრების უფლების დაკარგვისგან

კონკურენციის სააგენტო - მომხმარებელი დაცულია ამანათზე საკუთრების უფლების დაკარგვისგან

ვრცლად

კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ ოთხი თვის განმავლობაში 23 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

კონკურენციის სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ ოთხი თვის განმავლობაში 23 პირობითი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp