iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » გენდერული დისკრიმინაციის გამო Goldman Sachs-ი $215 მილიონის ჯარიმას გადაიხდის
იურიდიული სტატია

გენდერული დისკრიმინაციის გამო Goldman Sachs-ი $215 მილიონის ჯარიმას გადაიხდის

10-05-2023, 16:45 სიახლე / ადვოკატი / Advokati | lawyer / სასამართლო დავები და საერთაშორისო არბიტრაჟი / ადვოკატის ნომერი 215 ნახვა
გენდერული დისკრიმინაციის გამო Goldman Sachs-ი $215 მილიონის ჯარიმას გადაიხდის

უოლ-სტრიტის წამყვანი საინვესტიციო ბანკი მრავალწლიანი სასამართლო დავის მორიგებით დასრულების გადაწყვეტილებას იღებს. გენდერული დისკრიმინაციის გამო, Goldman Sachs-ს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 215 მილიონი დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

საქმე ეხება ნიუ-იორკის სასამართლოში შეტანილ კოლექტიურ სარჩელს, რომლითაც Goldman Sachs-ის ყოფილი თანამშრომლები საინვესტიციო ბანკს უთანასწოროდ მოპყრობაში და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებდნენ. Goldman-ის 2,800-მდე ქალი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ მათი ანაზღაურება და სამუშაო პირობები გაცილებით უარესი იყო, ვიდრე იდენტურ პოზიციაზე დასაქმებული მამაკაცი კოლეგების.

აღნიშნული ბრალდებით Goldman-ის წინააღმდეგ საქმე ჯერ კიდევ 2010 წელს აღიძრა, 2018 წელს კი სასამართლო დავა მასშტაბურ კოლექტიურ სარჩელში გადაიზარდა, რომელში თავის დაცვას საინვესტიციო ბანკი ფაქტობრივად ვერ შეძლებდა, დავის მორიგებით დასრულების გადაწყვეტილებაც Goldman-მა სწორედ ამიტომ მიიღო.

Goldman Sachs-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საბანკო-საფინანსო ორგანიზაციაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 109 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანია მსოფლიოს მასშტაბით 45,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ჯარიმა, გენდერული დისკრიმინაცია, საინვესტიციო ბანკი, სასამართლო დავა, წამყვანი, გადაიხდის, უოლ-სტრიტის
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


იურიდიული კომპანია ,, ნაკაშიძე & პარტნიორები'' -ს მორიგი წარმატება

იურიდიული კომპანია , ნაკაშიძე & პარტნიორები'' -ს მორიგი წარმატება

ვრცლად

9 თვეში ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 89% შეადგინა, სისხლისსამართლებრივი დევნა 3941 პირის მიმართ დაიწყო

9 თვეში ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის პროცენტულმა მაჩვენებელმა 89% შეადგინა,

ვრცლად

21-ე საუკუნის სენი - ფემიციდი

21-ე საუკუნის სენი - ფემიციდი

ვრცლად

ბინადრობის ნებართვის მოპოვება

ბინადრობის ნებართვის მოპოვება

ვრცლად

ბიზნესის სასამართლო და საერთაშორისო არბიტრაჟი

ბიზნესის სასამართლო და საერთაშორისო არბიტრაჟი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

რა იცვლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2026 წლის 1 ივლისიდან? - მემკვიდრეობის ახალი წესები, უმკვიდრო ქონება და ფარული სამართლებრივი რისკები
პოპულარული რა იცვლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2026 წლის 1 ივლისიდან? -
მემკვიდრეობის ადვოკატი
პოპულარული მემკვიდრეობის ადვოკატი
მამობის დადგენა საქართველოში - ვინ ითვლება ბავშვის მამად და როგორ იცვლება სამართლებრივი რეალობა?
პოპულარული მამობის დადგენა საქართველოში - ვინ ითვლება ბავშვის მამად და როგორ
საპროცესო შეთანხმება
პოპულარული საპროცესო შეთანხმება
განქორწინების ადვოკატი საქართველოში
პოპულარული განქორწინების ადვოკატი საქართველოში

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp