iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » ფრიდონ ინჯია: ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას 2008 წლის ომის თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით
იურიდიული სტატია

ფრიდონ ინჯია: ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას 2008 წლის ომის თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით

14-02-2023, 17:26 სიახლე / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi 137 ნახვა
ფრიდონ ინჯია: ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას 2008 წლის ომის თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით

„ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას 2008 წლის ომის თემაზე საპროკურორო გამოძიების დაწყების, ასევე ამ თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით. ხელმოწერების შესაგროვებლად ჩავალთ ყველა რეგიონში და ხალხს განვუმარტავთ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ახალ ომს, ასევე, 2008 წლის ომის გამოძიების შედეგების მნიშვნელობას“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, ჭეშმარიტება, თუ რა და როგორ მოხდა, რის შედეგად დაიკარგა ტერიტორიები აინტერესებს საზოგადოებას და დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

„ომი შეაფასა ტალიავინის კომისიამ. მოგვიანებით, ომის დაწყების ქრონოლოგია აისახა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ დაუჭირა მხარი. ომის თემაზე თავისი პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, როდესაც ის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, დღემდე ქართულ საზოგადოებას არ აქვს მკაფიო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა სინამდვილეში 2008 წლის აგვისტოში: რატომ დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20%; შეიძლებოდა თუ არა ქვეყნისთვის ამ უდიდესი დანაკარგის თავიდან აცილება; რას ურჩევდნენ თუ მიუთითებდნენ სააკაშვილის ხელისუფლებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები; ვინ და რა როლი ითამაშა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამმხრივი ხელშეკრულების მიღებაში; ვისი ბრძანებით და რატომ დატოვა კოდორის ხეობა უბრძოლველად 1000-ზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა; რა ღირებულების სამხედრო ტექნიკა ჩამოიწერა ომის შემდეგ და საერთოდ იყო თუ არა ეს ტექნიკა და სად იყო განლაგებული; საქართველოს მხრიდან, უფლებამოსილი პირების გარდა, ვინ მონაწილეობდა გადაწყვეტილებების მიღებაში და მრავალი სხვა საკითხი, რომელიც საზოგადოებაში დღემდე მუსირებს. მიგვაჩნია, რომ თითოეულ ამ საკითხს საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვაცხადებთ. შესაძლებელია გამოძიების დაწყება როგორც პროკურატურის მიერ, ასევე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმატში. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის დაკარგვა თუ გადაცემა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!“, - განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ეს საკითხი უფრო აქტუალურია დღეს იმიტომ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად საუბრობენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეებზე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოში აღარასოდეს განმეორდეს ის, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში.

„დარწმუნებული ვართ, რომ 2008 წლის ომის საფუძვლიანი გამოძიება ახალი ომის პრევენციაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ჰააგამ აგვისტოს ომზე გამოძიება დაასრულა

ჰააგამ აგვისტოს ომზე გამოძიება დაასრულა

ვრცლად

ვენეციის კომისიამ, საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შესახებ ეუთო/ოდირთან ერთად მომზადებული ანგარიში დაამტკიცა

ვენეციის კომისიამ, საარჩევნო კოდექსის ცვლილებების შესახებ ეუთო/ოდირთან ერთად მომზადებული

ვრცლად

 სანოტარო სფეროში განხორციელებულ საკანონმდებლო სიახლეებს ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის საქმეთა კომისიის სესიაზე გაეცნენ

 სანოტარო სფეროში განხორციელებულ საკანონმდებლო სიახლეებს ნოტარიუსთა საერთაშორისო

ვრცლად

სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდების მხარეს გამომძიებელი აღარ წარმოადგენს - ბრალდების მხარე მხოლოდ პროკურორი იქნება

სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდების მხარეს გამომძიებელი აღარ წარმოადგენს - ბრალდების

ვრცლად

რაც ხდება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, არის უბრალოდ მიუღებელი - კელი დეგნანი

რაც ხდება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, არის უბრალოდ მიუღებელი - კელი დეგნანი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp