iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » კორპორატიული იურისტი » იურიდიული აუთსორსინგი
იურიდიული სტატია

იურიდიული აუთსორსინგი

27-06-2021, 11:54 კორპორატიული იურისტი / იურიდიული აუთსორსინგი 1 118 ნახვა
იურიდიული აუთსორსინგი

თანამედროვე მსოფლიოში კომპანიისთვის მნიშნველოვანია მინიმალური ხარჯებით მიღოს მაქსიმალური მოგება სწორედ ამისთვის არსებობს ჩვენი კომპანია,რომელიც გთავაზობთ აუთსორსინგულ იურიდიულ მომსახურებას საქართველოში. აუთსორსინგის უპირატესობა ისაა, რომ ხანგრძლივი იურიდიული მომსახურებით დაინტერესებულ პირებს და იურიდიულ კომპანიებს საშუალება ეძლევათ მაღალანაზღაურებადი კადრის აყვანის ნაცვლად მიიღონ მაღალკვალიფიციური მომსახურება უფრო ნაკლები დანახარჯებით; აუთსორსინგის დროს დაინტერესებულ პირს აღარ უხდება კადრის მოძებნა, მისი აღჭურვა და ტექნიკური უზრუნველყოფა, ზრუნვა მის კვალიფიკაციაზე.

იურიდიული აუთსორსინგი, არის სტრატეგია, როდესაც ორგანიზაცია, ხელშეკრულების საფუძველზე, საკვანძო სამართლებრივი ფუნქციების შესრულებას აკისრებს სპეციალიზებულ და ეფექტურ სერვის-პროვაიდერს, შემდგომში ღირებული ბიზნეს პარტნიორი ხდება.

იურიდიული აუთსორსინგის მომწოდებელი კომპანია გთავაზობთ იმ თანხის სანაცვლოდ, რომელსაც უხდით თქვენს კომპანიაში დასაქმებულ იურისტებს ან სხვა იურისტს, შეგიძლიათ ყოველთვიურად დაიქირაოთ ნაკაშიძე და პარტნიორების იურისტების გუნდი, რომლებიც საკუთარი სპეციალიზაციით თქვენს საქმინობაზე არიან მორგებულნი და ისინი მზად არიან გაგიწიონ იურიდიული მომსახურება სხვადასხვა იურიდიული პრობლემისა თუ საკითხის გადასაჭრელად. შესაბამისად, თქვენ არ გიწევთ იურისტის შტატში აყვანა, არამედ გყავთ დაქირავებული ცალკე იურიდიული ორგანიზაცია, რომელიც ნებისმიერ დროს მზად არის გაგიწიოთ იურიდიული დახმარება სამართლის ყველა მიმართულებით, გაცილებით უფრო იაფად, სწრაფად და ხარისხიანად.

იურიდიული აუთსორსინგი ადამიანური რესურსების მართვის ძირითად ტენდენციად იქცა. სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია, დიდიც და მცირეც, მიმართავს კორპორატიულ იურიდიულ აუთსორსინგს, რაც საოპერაციო და ზედნადები ხარჯების გონივრული დაზოგვის ხარჯზე, ბიზნესის ზრდისა და განვითარების საშუალებას იძლევა.

ნაკაშიძე და პარტნიორები გაძლევთ საშუალებას შექმნათ და დანერგოთ ისეთი სიახლეები კანონის ფარგლებში და მიიღოთ სარგებელი ჩვენი იურიდიული მომსახურებით

შრომითი ფუნქციების გონივრული დელეგირება ამ კორპორატიული იურიდიული აუთსორსინგის ერთ-ერთი ელემენტია, თუმცა მისი ამოსავალი წერტილი სამუშაო პროცესის დიჯიტალიზაცია, ავტომატიზება, მონაცემებისა და ცოდნის შენარჩუნებაზე ზრუნვაა.

ჩვენი მომსახურეობით დაზოგავთ ხარჯებს ეფექტურად, ვიდრე სხვადასხვა თანმდევი ღია ან ფარული ხარჯებით დამძიმებულ იურიდიულ კომპანიებშია. ჩვენ მიერ გამოყენებული ტექნოლოგიებისა და დახვეწილი სამუშაო პროცესის წყალობით, კორპორატიული იურიდიული აუთსორსინგის ფარგლებში, ჩვენი კლიენტების არაპროგნოზირებად, ურგენტულ და გეოგრაფიულად განსხვავებულ მოთხოვნებზე რეაგირება ოპერატიულად და კვალიფიციურად შეუძლია.

ამ კონტექსტში, იურიდიული პროცესის ექსკლუზიურად დასაქმებული იურისტების მიერ წარმართვის ნაცვლად, ჩვენი კლიენტები აღნიშნული პროცესის გამკლავების მიზნით, ამ ფუნქციების სრულად დელეგირებას ჩვენს გუნდზე ახდენენ და სანაცვლოდ იღებენ მოქნილობას, კვალიფიციურ ექსპერტიზას, შემცირებულ საოპერაციო და დასაქმების ხარჯებს და მათი ბიზნესის ფუნდამენტურ მიმართულებებზე კონცენტრირების საშუალებას.

ჩვენი კლიენტების რიცხვში შედის დიდი კომპანიები, პატარა და საშუალო საწარმოები, მეწარმეები, ასევე - ბიზნესმენები და ქართული ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში აქტიურად მომუშავე პირები. ისინი სხვადასხვა მიზეზით მოგვმართავენ, მაგრამ მუდამ უცვლელი მიზეზით რჩებიან ჩვენს კლიენტებად. ეს მიზეზი ნდობაზე დამყარებული ურთიერთობებია, რაც გამყარებულია ჩვენი იურიდიული მომსახურების ხარისხით კომერციულ, ბიზნეს სექტორში.

გახსოვდეთ ჩვენ დაგეხმარებით ნებისმიერი სირთულის საკითხზე ნებისმიერ დროს.

კორპორატიულ საკითხებთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურება მოიცავს:

  • იურიდიულ კონსულტაციებს ინკორპორაციამდე;
  • რეგისტრაციას / ცვლილებებს რეგისტრაციის დეტალებში;
  • ფილიალების დაფუძნებას / წარმომადგენლობის გახსნას;
  • საგადასახადო ორგანოებში რეგისტრაციას;
  • საგადასახადო საქმისწარმოებას მოლაპარაკების და დავების ჩათვლით;
  • საწესდებო კაპიტალის გაზრდას / შემცირებას;
  • წესდების მომზადებას;
  • პარტნიორთა შეთანხმების მომზადებას;
  • გარიგების სტრუქტურირებას;
  • აქციების შეძენის ხელშეკრულების მომზადებას და მასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამართვას;
  • ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მომზადებას;
  • საფუძვლიანი კვლევითი დოკუმენტის მომზადებას;
  • სრულ სამართლებრის დახმარებას გადახდისუუნარობის/ რეაბილიტაციის პროცესში;
  • სრულ სამართლებრივ დახმარებას ლიკვიდაციის/ რეორგანიზაციის საკითხში;
  • აქტების,ბრძანებების,განცხადებების, მიმართვების,საჩივრების,სარჩელის, შესაგებლის და სხვა ნებისმიერი შესაბამისი სამართლებრივი საბუთების მომზადებას;
შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: თანამედროვე, მსოფლიოში, კომპანიისთვის, მნიშნველოვანია, მინიმალური, ხარჯებით, მიღოს, მაქსიმალური, მოგება, სწორედ, ამისთვის, არსებობს, ჩვენი, კომპანია, რომელიც, გთავაზობთ, აუთსორსინგულ, იურიდიულ, მომსახურებას, საქართველოში
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ხელშეკრულების მომზადება საერთაშორისო დონეზე / უძრავი ქონების ყიდვისას ხელშეკრულების მომზადება

ხელშეკრულების მომზადება საერთაშორისო დონეზე / უძრავი ქონების ყიდვისას ხელშეკრულების

ვრცლად

ჰკითხე ადვოკატს

ჰკითხე ადვოკატს

ვრცლად

რატომ უნდა შეამოწმოთ უძრავი ქონება შეძენამდე?

რატომ უნდა შეამოწმოთ უძრავი ქონება შეძენამდე?

ვრცლად

კორპორატიული იურისტი

კორპორატიული იურისტი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp