iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ბავშვის მამობის დადგენა » ბავშვის მამობის დადგენა და მამად ცნობა სასამართლოს მიერ
იურიდიული სტატია

ბავშვის მამობის დადგენა და მამად ცნობა სასამართლოს მიერ

31-05-2023, 13:14 ბავშვის მამობის დადგენა / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატი / სტატიები / ადვოკატის ნომერი 448 ნახვა
ბავშვის მამობის დადგენა და მამად ცნობა სასამართლოს მიერ

ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობის დადგენა ხდება სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების შესაბამისად.

მამობის დადგენა არის იურიდიული ფაქტი, რომელიც წარმოშობს მშობელსა და შვილს შორის სამართლებრივ ურთიერთობებს. იგი ასევე განიხილება, როგორც საოჯახო სამართლის ინსტიტუტი და ბავშვის უფლებათა დაცვის საშუალება. პირველ შემთხვევაში, ეს არის იურიდიული ნორმების ერთობლიობა, რომლებიც არეგულირებენ შვილის წარმოშობის დადგენასთან დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს, ხოლო მეორე შემთხვევაში – ბავშვის დარღვეული (სადავოდ ქცეული) უფლებების დასაცავად (აღიარებისაკენ) მიმართული ზომა.

კანონმდებელმა ბავშვის მამობის დადგენის საკითხის განხილვისას ძირითად და გადამწყვეტ მტკიცებულებად ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგები აღიარა, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა მსგავსი კატეგორიის საქმეების განხილვის პროცედურა და ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების უფლებების უკეთ დაცვას შეუწყო ხელი.

სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მხოლოდ ექსპერტიზის ჩატარების შეუძლებლობის შემთხვევაში, იღებს სასამართლო მხედველობაში ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განცხადებაში მითითებული პირის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას.

დნმ-ის ტესტი, რომლის ჩატარებაც შესაძლებელია სხვადასხვა გენეტიკური მასალით, როგორიცაა თმა, ფრჩხილი, სისხლი თუ სხვა მასალა, თითქმის 100% სიზუსტით ადგენს მამის ვინაობას.

🔴 სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. ბავშვის შეხედულებებს მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად, სათანადო ყურადღება ეთმობა,ამიტომაც ყოველთვის წინა პლანზე დგას ის თუ რა ზეგავლენას მოახდენს კონკრეტული გადაწყვეტილება მოზარდზე, როგორ აისახება ის მის ფსიქიკასა და ნორმალურ განვითარებაზე და ყურადღება ნაკლებად ექცევა მშობლის უფლებას შვილის ყოლაზე. სასამართლომ აუცილებლად უნდა გაიზიაროს მოზარდის აზრი და შეფასება განსახილველ დავასთან მიმართებით.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: მამობის დადგენა, მამად ცნობა, შვილის წარმოშობის დადგენა, სასამართლო წესით, ბავშვის მეურვე, საოჯახო სამართალი, დნმ ტესტი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


როგორ ხდება ბავშვის მამობის დადგენა?

როგორ ხდება ბავშვის მამობის დადგენა?

ვრცლად

მამობის დადგენა / შვილების წარმოშობის დადგენა

მამობის დადგენა / შვილების წარმოშობის დადგენა

ვრცლად

ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის დადგენა

ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის დადგენა

ვრცლად

მამობის დადგენა

მამობის დადგენა

ვრცლად

სტატია

სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp