Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ოჯახური ძალადობა

ოჯახური ძალადობა


ოჯახური ძალადობა

ოჯახური ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ  სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან სულიერი ტანჯვა. ამ დანაშაულისათვის საკმარისია, რომ მსხვერპლმა ფიზიკური ტკივილი განიცადოს, მასზე განხორციელდეს ფსიქოლოგიური ან სექსუალური ძალადობა. იძულებული გახადონ, რომ თავისი ნებასურვილის წინააღმდეგ იმოქმედოს.  ამ დანაშაულის განმასხვავებელი ნიშანია რომ ძალადობა  ოჯახის წევრის მიმართ უნდა იყოს განხორციელებული,  ამ  კონტიგენტში კი ნათესავების საკმაოდ დიდი წრე შედის.  მათ შორის ყოფილი მეუღლეც და მეგობარი ქალბატონიც. არასრულწლოივანის, ორსული ქალის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ ამ დანაშაულის ჩადენა უფრო მკაცრად ისჯება. ისევე როგორც არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენილი დანაშაული. და ბოლოს მოძალადე შეიძლება იყოს როგორც მამაკაცი ასევე ქალი თუმცა მამაკაცები აშკარად ლიდერობენ.

სექსუალური ძალადობა 

მართალია, „სექსუალური ძალადობა“ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად განიმარტება, მაგრამ ფართო გაგებით ეს ტერმინი არასასურველ სქესობრივ ურთიერთობას გულისხმობს, რომელიც უმეტესწილად  ფიზიკური ძალის გამოყენებით ხდება. თუმცა მსხვერპლის დაშინება სქესობრივ კავშირზე  დასათანხმებლად ან მისი უმწეო მდგომარეობის გამოყენებაც  სექსუალურ ძალადობაა. ხოლო 18 წელს მიუღწეველი პირისადმი ფიზიკური ძალადობის ნიშნების არსებობა არ არის აუცილებელი. მათ მიმართ ყოველგვარი სახის სექსუალური  მოქმედება, სქესობრივი კავშირი ან გარყვნილი ქმედება უპატიებელი დანაშაულია და  მკაცრად ისჯება. 

ფიზიკური ძალადობა 

ფიზიკური ძალადობა ოჯახურის წევრებზე ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმააფიზიკური ძალადობაა ნებისმიერი ფიზიკური ზემოქმედება, რომელიც იწვევს ტკივილს. ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, ფიზიკური კონტაქტიდან გამომდინარეობს, თუმცა ასევე ფიზიკურ ძალადობად ითვლება მსხვერპლისათვის გადაადგილების აკრძალვა, მაგალითად მეუღლის სახლში გამოკეტვა, იძულება, რომ არ იკონტაქტოს ნათესავებთან ან მეგობრებთან. ფიზიკური ძალადობაა ისეთი ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. მაგალითად დაშინებით იძულება, რომ მიიღონ ალკოჰოლი ან ნარკოტიკი. ოჯახის წევრის ჯანმრთელობისათვის აუცილებელი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობაც ფიზიკური ძალადობაა და მოხუც მშობელს რომ უნდა მოვუაროთ, მემგონი  ყველამ ვიცით. ბავშვების მიმართ, ფიზიკური ძალადობაზე კი განსაკუთრებული სანქციაა და უფრო მძიმედაც ისჯება.

ფსიქოლოგიური ძალადობა 

ოჯახის ერთი წევრის მხრიდან მეორეს მიმართ სისტემატიური  შეურაცხყოფა ან დამცირება ფსიქოლოგიური ძალადობაა, შანტაჟი, მუქარა ოჯახის წევრებზე ზემოქმედებისათვის კანონით ისჯება და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ნაკლები სასჯელია ვიდრე ფიზიკურ ძალადობაზე  ძალიან ცდებით. პატივისა დაღირსების შელახვა სულიერი ტანჯვის ყველაზე მძაფრი გამოვლინებაა. აბა დაფიქრდით, როდესაც თქვენთვის ყველაზე ახლობელი ადამიანისაგან სულ გინება, მუქარა ან დამცირება გესმით როგორი ასატანია? როდესაც თქვენი სახლში მოსვლა ყველას ეშინია და  ეს წლები გრძელდება. სტრესი, ფობიები თუ ფსიქოლოგიური ტანჯვა მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება და სიცოცხლეს გაუსაძლის ხდის. დაგისვიათ თქვენი თავისთის კითხვა რა გარემოში იზრდებიან ბავშვები და როგორ იმოქმედებს მათ მომავალზე ეს სტრესი. სიმთვრალე კი არავის ამართლებს და ალკოჰოლური თრობის საფუძველზე ჩადაენილი დანაშაული უფრო ამძიმებს სასჯელს.

ეკონომიკური ძალადობა 

ფინასურ ბერკეტების საშუალებითოჯახის წევრების იძულებითი დამორჩილება ეკონომიკური დანაშაულის მახინჯი ფორმაა. როდესაც ოჯახის ერთი წევრი,ფინანსებზე წვდომის შეზღუდვით იმორჩილებს ოჯახის მეორე წევრს. მასზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით არ აძლევს განათლების, დასაქმების თუ კარიერული წინსვლის საშუალებას. ეკონომიკური ძალადობა ამცირებს მსხვერპლის მიერ საკუთარი თავის უზრუნველყოფის საშუალებას და ზრდის მოძალადეზე  დამოკიდებულებას. ეკონომიკური ძალადობაა, როდესაც ოჯახის წევრს ეზღუდება თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის უფლება. მაგალითად ორი მანქანა რომ გიყენია ეზოში და ოჯახს ფეხით ატარებ ზამთარში არ გამიფუჭდესო. არ დაგავიწყდეთ, რომ ქორწინებაში შეძენილი ქონება ორივე მეუღლეს თანაბრად ეკუთვნის მიუხედავად იმისა თუ ვინ მუშაობდა და ვინ უვლიდა ბავშვებს.და ბოლოს ოჯახის რომელიმე წევრზე თანხის გამოძალვის საბაბით  ზეწოლა. მოთხოვნა,  რომ  გაყიდონ თავისი ნივთი, შეცვალონ ანდერძი ან რაიმე დოკუმენტს მოაწერონ ხელი ითვლება დანაშაულად  და ორი წლით შეიძლება გაგამწესეონ ციხეში. ბავშვის თანდასწრებით თუ ჩაიდენთ სამი წლითაც.

ბავშვებზე ძალადობა 

ბავშვებზე ძალადობის ოთხი სახე არსებობს ფიზიკური, ემოციური, სექსუალური და ზრუნვის უკმარისობა.   ოთხივე მათგანი განსაკუთრებულ კვალს ტოვებს არასრულწლოვანის ჩამოყალიბებაზე და ხშირად  სუიციდის მიზეზიც ხდება. ბავშვზე  ძალადობაა ნებისმიერი ის ქმედება, რომელიც დაზიანებით ემუქრება მის ფიზიკურ ან ფსიქიკურ მდგომარეობას. ტკივილს აყენებს ან იწვევს სხეულის დაზიანებებს. სიტყვიერი ზემოქმედებაც ძალადობაა თუ ზიანს აყენებს ბავშვის ფსიქიკას და თრგუნავს მას. მაგალითად დამამცირებელი სახელის დაძახება, მუქარა, ისეთი რამის დაბრალება რაც მას არ ჩაუდენია, დაშინება და სხვა. მძიმე დანაშაულია ბავშვებთან ყოველგვარი სექსუალური ურთიერთობა, ამავე ხასიათის საუბარი,  პორნოგრაფიული სურათებისათუ ფილმების ჩვენებადა ბოლოს:ბავშვის ნორმალური ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის საჭიროა შესაბამისი საკვები, ტანსაცმელი, განათლება თუ ჰიგიენური პირობების დაცვა  ამ ფაქტორების არარსებობა, რაც მშობლების  მხრიდან მიზანმიმართულად ხორციელდება, წარმოადგენს ბავშვის უგულვებელყოფას, რაც ძალადობასთანაა გათანაბრებული.

ფემიციდი 

ფემიციდი- გენდერული დანაშაულია  და ქალების, გოგონების მკვლელობას ნიშნავს. 

მისი განმასხვავებელი ნიშანია, რომ მკვლელობა სექსიზმით უნდა იყოს  განპირობებული. ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულების ფორმით ხასიათდება და მამაკაცური ღირსების საქმედ განიხილება.  ქორწინების გარეშე დამყარებულ სქესობრივიურთიერთობა, ცოლ-ქმრულღალატი ან ქორწინების გარეშე ორსულობა შეიძლება გახდეს მკვლელობის საბაბი. საქართველოში ფემიციდთა უმრავლესობა მეუღლის ან ყოფილი მეუღლის მიერ არის ჩადენილი, ქორწინებაზე ან განქორწინებაზე, ემოციურ თუ სექსუალურ ურთიერთობაზე უარი, ხშირად ხდება ტრაგიკული დასასრულის მიზეზი. მამაკაცი, როდესაც ხვდება, რომ ქალი მას „არ ემორჩილება“ ის იწყებს ძალადობას იმისათვის, რომ შერცხვენილი სტატუსი ჩამოიწმინდოს. ყველაფერს კი  კულტურისა და ტრადიციების მოთხოვნით ამართლებს.

შემაკავებელი და დამცავი ორდერი 

ძალადობის მსხვერპლთა დაცვის დროებითი ღონისძიებების  საშუალებებია:  შემაკავებელი და დამცავი ორდერი. უშუალოდ ძალადობის  მომენტში, დახმარებისთვის უნდა მიმართოთ პოლიციას. პოლიცია ვალდებულია გამოწეროს შემაკავებელი ორდერი, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს ნებისმიერ საკითხს, რომელიც მსხვერპლს აუცილებლად მიაჩნია  უსაფრთხოებისათვის,  მათ შორის  აუკრძალოს თქვენთან ან თქვენს არასრულწლოვან ბავშვებთან  მოახლოება,  მოაშორებს სახლს მიუხედავად იმისა თუ ვინ არის სახლის მესაკუთრე და ასევე სხვა საკითხებს, რომლებიც აუცილებელია მსხვერპლის უსაფრთხოებისათვის.  შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით და ვადის გაგრძელება არ ხდება. დამცავი ორდერი შემაკავებლისაგან გასხვავდება იმით რომ მას უკვე ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე გამოცემს და მოქმედების ვადა 6 თვეა. დამცავი ორდერის გამოცემა შესაძლებელია გაგრძელდეს 3 თვით. სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე  შესაძლებელია, რომ მოძალადის დაუწესდეს  ელექტრონული ზედამხედველობა, რაც სამაჯურის საშუალებით ჯპს კონტროლს ნიშნავს და მის მიერ  შემაკავებელი ან დამცავი ორდერით განსაზღვრული ვალდებულებების  დარღვევა იწვევს როგორც სისხლის, ისე ადმინისტრაციულ - სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები