iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ღირსება
იურიდიული სტატია

ღირსება

28-10-2022, 12:49 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 310 ნახვა
ღირსება


ღირსება ადამიანის ბუნებასთან აქცესორულადაა დაკავშირებული, იგი არსებობს მხოლოდ მასთან ერთად და არ შეიძლება გადაეცეს სხვას, რადგანაც ამგვარი მოცემულობა თავიდანვე არის განსაზღვრული და ჩვენ მას ვერ შევცვლით. ღირსების საკითხი მაშინ იძენს მნიშვნელობას, როცა ეს უკანასკნელი ილახება. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება კი სწორედ იმგვარად უნდა იყოს მიმართული, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს დაცულ სფეროში ჩარევა და შესაბამისად დავის გადაწყვეტის საერთაშორისო მექანიზმი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სახით იქნეს თავიდან აცილებული, ყოველივე ეს სახელმწიფოს იმიჯისათვის ეს საკმაოდ ბევრს ნიშნავს. ზოგადად კი მინდა ვთქვა, რომ რთულია ციფრებში გამოვსახოთ ღირსების შელახვის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა, რადგანაც ამ შემთხვევაში საუბარია შეუფასებელ ღირებულებაზე, რომელიც იმაზე ფასეულია ვიდრე რაიმე მატერიალური ამქვეყნად. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-5 მუხლის თანახმად კი არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, ან სასტიკ, არაადამიანურ თუ ღირსების შემლახველ მოპყრობას, ან დასჯას. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით კი ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია. როგორც ვხედავთ ღირსება, წამების აკრძალვა დაცულია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთაშორისოსამართლებრივი მექანიზმებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ხელისუფალის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით შებოჭვა არ დარჩეს მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის მქონე დებულებებად და სახელმწიფოს ორიენტირი სწორედ ღირსებადაცულ ადამიანზე იყოს მიმართული.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების თანახმად „თავისუფლების სამართლებრივ მასშტაბს ადამიანის ღირსება ქმნის, ამიტომ თავისუფალი ადამიანების საზოგადოება იმ სახელმწიფოთა უპირატესობაა, სადაც ადამიანის ღირსება ღირებულებათა სისტემის საფუძველია. ღირსება არის თითოეული ადამიანის თვითმყოფადობის საფუძველი და თანაბარი გარანტია, იყოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობებზე, გემოვნებაზე, განვითარების გზის ინდივიდუალურ არჩევანზე დამოკიდებულებით“. სახელმწიფოს არ შეუძლია ჩამოართვას ადამიანს ღირსება და ვერც ადამიანი იტყვის მასზე უარს. ადამიანს ღირსება გააჩნია იმის მიუხედავად, აღიარებს თუ არა მას ფასეულობად. ღირსების უფლება ვრცელდება გვამზე და გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნაზე. ღირსება გააჩნია აგრეთვე ადამიანის ემბრიონს/ფეტუსს. საგულისხმოა, რომ ფეტუსის სიცოცხლის უფლება არ არის აბსოლუტურად დაცული, მაშინ როდესაც მისი ღირსების აბსოლუტური დაცვა უზრუნველყოფილია. ამდენად მე-9 მუხლიდან გამომდინარე ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი ღირსება, ღირებულება, რის გამოც იგი არ შეიძლება იქცეს რაიმეს ობიექტად ან ინსტრუმენტად სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანი არასოდეს არ უნდა იქცეს მიზნის მისაღწევ საშუალებად, იგი ყოველთვის მიზანი უნდა იყოს.

ძირითად უფლებებთან მიმართებით სახელმწიფოს პოზიტიური ბოჭვა გულისხმობს იმას, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას იმგვარი სამართლებრივი, პოლიტიკური თუ სოციალური გარემო, რათა ინდივიდებმა შეძლონ პიროვნული განვითარების ფარგლებში მაქსიმალურად უზრუნველყონ საკუთარი სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ამავდროულად სახელმწიფოს მხრიდან ჰქონდეს მათ ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება, ჯანდაცვა და ა.შ. ნეგატიური ბოჭვა გულისხმობს იმას რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების პროცესში სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში.

ღირსების წარუვალ, აბსოლუტურ უფლებად აღიარება რომ არ დარჩეს მკვდარ დებულებად, სახელმწიფოს ამისათვის აქვს ამოცანები, რათა უზრუნველყოს სოციუმის ჰარმონიული თანაცხოვრება. საქართველოს კონსტიტუციაში ვხვდებით მითითებებს სოციალური, სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოების შესახებ სწორედ აღნიშნული პრინციპები არის ამოსავალი წერტილი სახელმწიფოსათვის და სახელმწიფომ სწორედ ამ პრინციპებზე დაყრდნობით უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო ხელისუფლების მართვა. საქმეში გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ მოსარჩელე დავობდა იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავების შემდეგ მასზე ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან არასათნადო მოპყრობას, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის მე-3 მუხლის სავარაუდო დარღვევასთან მიმართებით განახორციელა შეფასება და დაასკვნა რა რომ სახელმწიფომ თავი აარიდა საკუთარ ვალდებულებას წარმოედგინა დამაჯერებელი ახსნა-განმარტება თუ საიდან გაჩნდა პირის სხეულზე დაზიანებები, გოგალაძე არამატერიალური ზიანისთვის 50 000 ევროს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მხოლოდ 6000 ევროს გადახდა დააკისრა სახელმწიფოს მოქალაქის სასარგებლოდ. მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან მიმართებით კი სასამართლომ მიუთითა 41-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც თუ სასამართლო დაასკვნის, რომ დაირღვა კონვენციით ან მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლება, ხოლო შესაბამისი მაღალი ხელშემკვრელი მხარის შიდა სამართალი დარღვევის მხოლოდ ნაწილობრივი გამოსწორების შესაძლებლობას იძლევა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო დაზარალებულ მხარეს სამართლიან დაკმაყოფილებას მიაკუთვნებს. აღნიშნული საქმე არის სწორედ ნათელი ილუსტრირება იმისა, რომ სახელმწიფო ხელისუფალი უნდა იყოს ფრთხილად როცა ახორციელებს ხელისუფლებას, რადგან სამართლებრივი კონტექსტის გარდა ეს ქვეყნის იმიჯზეც საკმაოდ უარყოფითად აისახება. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ღირსება აღიარებულია როგორც შიდასახელმწიფოებრივ კონსტიტუციებში, ისე საერთაშორისო კონვენციებში, თუმცა ღირსება თავისთავადია, ადამიანს გააჩნია მარტო იმიტომ რომ ადამიანია, სახელმწიფომ კი თავისი ხელისუფლების განხორციელების ორიენტირი სწორედ იმგვარად უნდა მიმართოს რომ გაუმართლებელი ჩარევა დაცულ სფეროში აირიდოს თავიდან.


ავტორი: გიორგი ბიძიშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი

გამოყენებული ლიტერატურა:

1)საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი მე-9, პირველი პუნქტი იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=36

2)ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი მე-5 იხ. https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/aqtebi3.pdf 3)საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმე N1/6/561,568 იხ. https://www.constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1053 4)გოცირიძე ე., საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მუხლი 17, „ადამიანის ღირსების“ შინაარსი და სუბიექტი, გამომცემლობა შპს „პეტიტი“, თბილისი, 2013 გვ 109 5)კუბლაშვილი კ., ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები მეხუთე გამოცემა, მ.9 - ადამიანის ღირსება: უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლება, II დაცული სფერო, იურისტების სამყარო, თბილისი, 2019, გვ 75

6)ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი N 8971/10) 2019 წლის 18 ივლისი, იხ. https://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/gogaladze-saqartvelos-winaagmdeg.pdf

7)ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია რომი, 1950 წლის 4 ნოემბერი მუხლი 41 იხ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1208370


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე.



შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ღირსება, ადამიანი, ღირებულებები, ადამიანის ღირსება, girseba, adamiani, girebulebebi, adamianis girseba
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საია უკანონო ადმინისტრაციული დაკავებისთვის კომპენსაციის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის პრაქტიკას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საია უკანონო ადმინისტრაციული დაკავებისთვის კომპენსაციის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის

ვრცლად

სასამართლოს დამოუკიდებლობა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გარანტია

სასამართლოს დამოუკიდებლობა, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის გარანტია

ვრცლად

2022 წლის თებერვლიდან ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის ვადები მცირდება

2022 წლის თებერვლიდან ევროპული სასამართლოსადმი მიმართვის ვადები მცირდება

ვრცლად

საქართველოში პირველად ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს

საქართველოში პირველად ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარეს

ვრცლად

ცილისწამება სიტყვის თავისუფლების ეგიდით

ცილისწამება სიტყვის თავისუფლების ეგიდით

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp