iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » დაკავებულია 7 პირი, ხოლო 21 პირს წარუდგინეს ბრალდება ყალბი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ფლობისა და დამზადების ბრალდებით.
იურიდიული სტატია

დაკავებულია 7 პირი, ხოლო 21 პირს წარუდგინეს ბრალდება ყალბი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ფლობისა და დამზადების ბრალდებით.

28-06-2025, 19:50 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში / ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები / ემიგრანტები იტალიაში 41 ნახვა
დაკავებულია 7 პირი, ხოლო 21 პირს წარუდგინეს ბრალდება ყალბი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ფლობისა და დამზადების ბრალდებით.

იტალიაში, უდინეში ყალბი დოკუმენტებით მომუშავე ქართველი მომვლელები პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამოავლინა, იტალიის ტერიტორიაზე არალეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის (ყალბი საბუთები) ფაქტებზე.

უდინეს პოლიციის დეპარტამენტის მობილური ჯგუფის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რომელიც შეეხებოდა არალეგალურად მცხოვრებ ქართველ მომვლელ ქალებს იტალიის ტერიტორიაზე, სამართალდამცავებმა, პროკურატურის მითითებით ჩატარებული ჩხრეკების დროს დაკავებულია 7 და 22 პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ საქმე ეხებოდა საქართველოს მოქალაქე ქალებს, რომელთა ასაკი მერყეობდა 24-დან 66 წლამდე. ისინი სამუშაოს ეძებდნენ უდინეს პროვინციაში, თუმცა თავს ევროკავშირის მოქალაქეებად ასაღებდნენ და წარმოდგენდნენ ყალბ საბუთებს სავარაუდოდ სლოვაკეთის, პოლონეთისა და ბულგარეთის ქყვეყნებისას.

აღნიშნული პირები სამსახურს ეძებდნენ უდინეს პროვინციაში, რისთვისაც იყენებდნენ სლოვაკეთის, პოლონეთისა და ბულგარეთის ყალბ საბუთებს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი ხდებოდა სამუშაო ბაზარზე (მომვლელთა სააგენტოების სისტემაში) შესვლა და სარგებლობა სამართლებრივი, საგადასახადო და ჯანდაცვის შეღავათებით, რითაც გვერდს უვლიდნენ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთა ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისა და დარჩენის მარეგულირებელ ნორმებს.

სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეები შემდგომ გადაადგილდნენ იტალიის სხვა პროვინციებში. სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს უდინეს გარდა პადუაში, ტრევიზოში, ტრენტოში, ბოლცანოში, მილანში, აოსტაში, ფლორენციაში, პრატოში, მაჩერატაში, რომსა და ნეაპოლში.

სპეცოპერაციის ფარგლებში ამოღებულია ევროკავშირის 21 ყალბი დოკუმენტი, საგადასახადო კოდები, მათი გაცემის დამადასტურებელი ცნობები და გაფორმებული სამუშაო კონტრაქტების ასლები. ამ ეტაპზე დაკავებულია : სამი ქალბატონი ბოლცანოში, ერთი უდინეში, ერთი მილანში, ერთი ტრევიზოსა და ერთი მაჩერატაში, აღნიშნული პირები დაკავებული იქნენ დანაშაულის ფაქტზე, ხოლო დანარჩენების მიმართ საქმე გადაეცა სასამართლოს.

გამოძიება გრძელდება იმ პირების იდენტიფიცირების მიზნით, რომლებმაც ფულადი ანაზღაურების (300-დან 600 ევრომდე) სანაცვლოდ ბრალდებულებს ფიქტიური დოკუმენტები მიაწოდეს. ასევე გრძელდება შემოწმება იმ მიზნით, ხომ არ იყენებენ მსგავს მეთოდებს სხვა ქვეყნებიდან მოქმედი დანაშაულებრივი დაჯგუფებები.

ლეონარდო ბრუნო

28/06/2025

საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის საეჭვო გარიგებაში მონაწილეობისა და ყალბი დოკუმენტაციის დამზადებაში თანხის გადახდისაგან.

გვსურს მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ სამართალდარღვევას, არამედ შესაძლოა სერიოზულ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც გამოიწვევს როგორც იტალიის, ისე საქართველოს კანონმდებლობის თანახმად.

არსებობს კანონიერი და სანდო მექანიზმები, რომლებიც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრების, მუშაობის, მკურნალობისა და განათლების მიღების მიზნებით ლეგალურად დაშვებას უზრუნველყოფს. მათ შორისაა:

  • სამუშაო ვიზები კონკრეტული კონტრაქტისა და დამსაქმებლის საფუძველზე,
  • სტუდენტური ვიზები განათლების დაწესებულებებში ჩარიცხვის შემდეგ,
  • სამედიცინო ვიზები მკურნალობის საჭიროების დასაბუთებით და სხვა ფორმები.

გაფრთხილებთ, რომ ყალბი დოკუმენტების გამოყენება ან დამზადებაში მონაწილეობა მიგრაციის სამართლისა და სისხლის სამართლის სერიოზული დარღვევაა, რასაც ხშირად მოჰყვება დაკავება, სისხლისსამართლებრივი დევნა და შემდგომი დეპორტაცია.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს მიმართონ კომპეტენტურ პირებს ან მიგრაციის სპეციალისტებს, რათა მოახდინონ მოქმედი კანონდმებლობით განსაზღვრული პროცედურების დაცვით მიგრაციის ლეგალური გზის მოძიება.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: დაკავებულია 7 პირი, ხოლო 21 პირს წარუდგინეს ბრალდება ყალბი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ფლობისა და დამზადების ბრალდებით.
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს.

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე 3 პირი დააკავეს.

ვრცლად

პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

პოლიციაზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

ვრცლად

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ვრცლად

დაკავებულია 1 პირი - თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა პოლიციამ

დაკავებულია 1 პირი - თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

ვრცლად

საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გამსაღებელ პირთა ჯგუფი

საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გამსაღებელ პირთა ჯგუფი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp