iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » საქართველოს ადვოკატის ასოციაციის განცხადება
იურიდიული სტატია

საქართველოს ადვოკატის ასოციაციის განცხადება

17-04-2024, 18:12 ადვოკატი / სიახლე / Advokati | lawyer 164 ნახვა
საქართველოს ადვოკატის ასოციაციის განცხადება

''ადვოკატთა ასოციაციისათვის ცნობილი გახდა, რომ მ/წლის 16 აპრილს, საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა ადვოკატებმა ვერ შეძლეს ზოგიერთ დასაცავ პირთან შეხვედრა, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, ასევე, უცნობი იყო დაკავებულთა ადგილსამყოფელი.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია დაცვის უფლება, ხოლო ,,ადვოკატთა შესახებ” კანონის მიხედვით, „ადვოკატს უფლება აქვს დაუბრკოლებლად, ნებისმიერ დროს და კონტროლის გარეშე... პირისპირ შეხვდეს დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ადგილებში მოთავსებულ პირს…’’

იგივე პრინციპებს განამტკიცებს იურიდიული პროფესიის მარეგულირებელი საერთაშორისო მექანიზმებიც. კერძოდ, ადვოკატის როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების თანახმად, ,,სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ... დაკავებულ ნებისმიერ პირს ჰქონდეს ადვოკატთან დაუყოვნებლივი შეხვედრის უფლება’’. ამასთან, ,,ყველა დაპატიმრებული, დაკავებული ან საპყრობილეში მყოფი პირი უზრუნველყოფილ უნდა იქნას სათანადო შესაძლებლობით, დროით და პირობებით თავის ადვოკატთან შეხვედრის, მასთან კომუნიკაციისა და კონსულტაციისათვის, დაყოვნების, შეჩერებისა და ცენზურის გარეშე, სრული კონფიდენციალურობის დაცვით.

დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა პატივი სცენ ადვოკატთა პროფესიული საქმიანობას და ხელი შეუწყონ მათ შეუფერხებელ წვდომას კლიენტებთან.

ადვოკატთა საყურადღებოდ:

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ადვოკატი ვერ ახერხებს მისი დასაცავი პირის მოძიებას ან თავისუფლების შეზღუდვის ადგილებში მათთან შეხვედრას, დახმარებისათვის შეგიძლიათ მომართოთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ცხელ ხაზს: 511457558; 511457559 '' - აღნიშნულია ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: საქართველოს ადვოკატის, ასოციაციის განცხადება, განცხადება, საქართველოს ადვოკატის ასოციაცი, საქართველოს ადვოკატის ასოციაცია, ადვოკატი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ამერიკის შეერთებულ შტატებში ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციის ვიზიტი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ადვოკატთა ასოციაციის დელეგაციის ვიზიტი

ვრცლად

პროფესია ადვოკატი

პროფესია ადვოკატი

ვრცლად

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევების საკითხებზე ქართველი ადვოკატების რიგით მეორე სასწავლო ვიზიტი ჩატარდა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ

ვრცლად

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება, წევრთა საერთო კრება ჩაატარა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება, წევრთა საერთო კრება

ვრცლად

ადვოკატთა ასოციაციამ საანგარიშო საერთო კრება ჩაატარა

ადვოკატთა ასოციაციამ საანგარიშო საერთო კრება ჩაატარა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp