ქალების დაქორწინების საშუალო ასაკი 31 წლამდე გაიზარდა, მიგრაცია და ქორწინება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა სტატისტიკური პუბლიკაცია – „ქალი და კაცი საქართველოში 2022“ მოამზადა.
პუბლიკაციაში მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები ასახავს ქვეყანაში არსებული გენდერული თანასწორობის 2022 წლის ძირითად ტენდენციებს.
მიგრაცია კვლავაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობაში.
ტრადიციულად მაღალია მობილობა კაცებს შორის: 2022 წელს კაცები შეადგენდნენ იმიგრანტების 58 პროცენტს და ემიგრანტების 62 პროცენტს.
რეგისტრირებული ქორწინების საშუალო ასაკმა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, სტაბილური ზრდა აჩვენა:
ქალების ქორწინების საშუალო ასაკი 2013 წელს 27.4-ს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს - 31.4-ს.
კაცების შემთხვევაში ანალოგიური ზრდა ნაკლებად იყო გამოხატული, მათი ქორწინების საშუალო ასაკმა შესაბამისად 30.9 და 33.9 წელი შეადგინა.
სრული ფაილი იხილეთ აქ: „ქალი და კაცი საქართველოში 2022“
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
