iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ცილისწამების დროს სასამართლოსადმი მიმართვა
იურიდიული სტატია

ცილისწამების დროს სასამართლოსადმი მიმართვა

21-04-2023, 16:14 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატი / სტატიები / iuristi / ადვოკატის ნომერი 181 ნახვა
ცილისწამების დროს სასამართლოსადმი მიმართვა

საქართველოს კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს საჯარო და კერძო პირის მიმართ ცილისწამებას და თითოეულ შემთხვევაში ითვალისიწინებს სპეციალურ რეგულაციებს. კერძოდ საჯარო პირი ნიშნავს საქართველოს კანონით „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ მე-2 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობის პირებს, ასევე ისეთ პირებს რომელთა გადაწყვეტილება და აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, პირსა რომლისკენაც ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. რაც შეეხება კერძო პირს იგი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელიც არ წარმოადგენს საჯარო პირს და ადმინისტრაციულ ორგანოს. აღსანიშნავია რომ, ორივე შემთხვევაში ცილისწამების ფაქტის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა იმას თუ ვინ იყო ცილისმწამებელი არა იმას თუ ვის მიმართ განხორციელდა ცილისწამება ანუ გადამწყვეტი ფაქტორი ცილისწამების კვალიფიკაციის დროს არის ცილისწამების არა სუბიექტი არამედ ობიექტი.საჯარო პირად მიჩნეულია ასევე გარდა თანამდებობის პირებისაა ასევე მაგ. ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, მსახიობი და ა.შ.

კერძო პირის ცილისწამებისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში თუკი პირი დაამტკიცებს რომ, მოპასუხის განცხადება არსებითად მცდარ ფაქტებს შეიცავს, უშუალოდ მის შესახებ და თუ მას მიადგა ზიანი. ეს წინაპირობები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა კერძო პირის ცილისწამების განსასაზღვრად.

რაც შეეხება, საჯარო პირის ცილისწამებას ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, თუკი დაზარალებული სუბიექტი გარდა აღნიშნული ორი გარემოებისა დამატებით კიდევ დაამტკიცებს იმასაც, რომ გავრცელებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ანდა მოპასუხემ გამოიჩინა ისეთი დაუდევრობა, რამაც არსებითად მცდარი ფაქტის გასაჯაროობა გამოიწვია.

პირს აქვს უფლება სარჩელით მიმართოს სასამართლოს კანონით აღიარებული უფლებების ხელყოფისა და შელახვის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე უკანონო ზემოქმედებისაგან, ჩარევისაგან დარღვეული უფლებების აღდგენის მოთხოვნით. ცილისწამების დროს, პირის სარჩელი-იმისთვის რომ სასამრთლოს მიმართოს და მოითხოვოს თავისი ინტერესების დაცვა, განსაზღვრულია სპეციალური და გარკვეული დრო ანუ ცილისწამებისათვის სარჩელის შეტანა გარკვეულ ვადაშია მხოლოდ შესაძლებელი, კერძოდ ეს არის 100 დღე მას შემდეგ და იმ მომენტიდან რაც პირი გაეცნო ან მას შეეძლო გასცნობოდა ინფორმაციას.

სასამართლოს ეკისრება ვალდებულება, რომ ცილისწამების თაობაზე სარჩელის მიღების შემდეგ მიიღოს ზომები მხარეთა მოსარიგებლად. მას აქვს უფლება გადადოს საქმის განხილვა და მორიგებისათვის დანიშნოს სპეციალური ვადა რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ცილისწამება, მიმართვა სასამართლოს, სასამართლო
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საჯარო და კერძო პირის მიმართ ცილისწამება და მისი რეგულაცია

საჯარო და კერძო პირის მიმართ ცილისწამება და მისი რეგულაცია

ვრცლად

რას ითვალისწინებს საქართველოს კანონი როცა ადგილი აქვს ცილისწამებას

რას ითვალისწინებს საქართველოს კანონი როცა ადგილი აქვს ცილისწამებას

ვრცლად

ცილისწამება

ცილისწამება

ვრცლად

ცილისწამების ზიანის ანაზღაურება კანონის ფარგლებში

ცილისწამების ზიანის ანაზღაურება კანონის ფარგლებში

ვრცლად

ვის შეეხება ამნისტია?

ვის შეეხება ამნისტია?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp