საანდერძო დანაკისრის შესრულება
თუ საანდერძო დანაკისრის მიმღები უარს იტყვის დანაკისრის მიღებაზე, მემკვიდრე, რომელსაც საანდერძო დანაკისრის შესრულება დაევალა, თავისუფლდება მისი შესრულების მოვალეობისაგან.
თუ საანდერძო დანაკისრის მიმღები სამკვიდროს გახსნის შემდეგ გარდაიცვალა, მაგრამ ვერ მოასწრო თანხმობის გამოთქმა დანაკისრის მიღებაზე, მაშინ მისი მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე, რომლებიც მის მაგივრად მიიღებენ დანაკისრს.
მოანდერძეს შეუძლია დააკისროს მემკვიდრეს რაიმე მოქმედების შესრულება საერთო-სასარგებლო მიზნით, რასაც შეიძლება ჰქონდეს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ხასიათი.
თუ დაკისრებული მოქმედება ქონებას ეხება, მაშინ გამოიყენება საანდერძო დანაკისრის მარეგულირებელი ნორმები.
იმ მემკვიდრის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელსაც ანდერძით ევალებოდა რაიმე მოქმედება საერთო-სასარგებლო მიზნით, ამ ვალდებულების შესრულება გადადის სხვა მემკვიდრეებზე, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს.
მემკვიდრისაგან მასზე დაკისრებული მოქმედების შესრულების მოთხოვნა შეუძლია სასამართლოს მეშვეობით ანდერძის აღმსრულებელს, ხოლო, თუ ის არ არის, მაშინ – ყოველ მემკვიდრეს, ასევე დაინტერესებულ საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებს, ფონდებს, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.
საანდერძო დანაკისრის მიმღებს უფლება აქვს მოითხოვოს საანდერძო დანაკისრის შესრულება სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში, რაც გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
