iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » განრიდების ძირითადი პრინციპები
იურიდიული სტატია

განრიდების ძირითადი პრინციპები

6-03-2023, 11:54 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / სისხლის სამართალი 243 ნახვა
განრიდების ძირითადი პრინციპები

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა დაფუძნებული არის ექვს ძირითად პრინციპზე.

1. ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების მაქსიმალური ხელშეწყობა; 2. ნებაყოფლობითობა; 3. პროპორციულობა; 4. კონფიდენციალურობა; 5. სტიგმატიზაციის დაუშვებლობა; 6. დამნაშავის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინება.

1.დანაშაულის ჩამდენი პირის ინტერესისა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ხშირად უნდა მოხდეს სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპატიმრო ღონისძიებების ალტერნატივების გამოყენება. თუ არასრულწლოვანმა პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სისხლის სამართლის სისტემიდან მის განრიდებას.

2.პროპორციულობა – განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია. პირის ქცევის შეზღუდვა და ვალდებულებები უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. პროპორციული ღონისძიების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს პირის ასაკი და სხვა მახასიათებლები, ასევე ჩადენილი დანაშაულის ბუნება, სიმძიმე, მიყენებული ზიანი და გავლენა საზოგადოებაზე.

3.ნებაყოფლობითობა - განრიდებისა და მედიაციის პროცესში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, როდესაც პირი აღიარებს დანაშაულს. დაუშვებელია მხარეებზე ზეგავლენა მათი პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით. მხარეები უფლებამოსილნი არიან განრიდების/მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვან ნებისმიერ ეტაპზე.

4.კონფიდენციალურობა – განრიდებისა და მედიაციის პროცესში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაუშვებელია მისი გამჟღავნება, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, ან თუ კანონმდებლობით სხვა წესი არ არის განსაზღვრული. კონფიდენციალურობის პრინციპი ზოგადად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისთვის დამახასიათებელი პრინციპია. იგი ასახულია როგორც საერთაშორისო სამართლებრივ აქტებში, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლის მიხედვითაც თუკი ჩვეულებრივ სასამართლო სხდომა საჯაროა, არასრულწლოვანი ბრალდებულის დასწრების შემთხვევაში იგი დახურულად ტარდება.

5.სტიგმატიზაციის დაუშვებლობა – შეფარდებული ღონისძიება არ უნდა იწვევდეს არასრულწლოვანის სტიგმატიზაციას, მის მოწყვეტას ნორმალური სასწავლო პროცესებისაგან და არ უნდა ახდენდეს განსაკუთრებულ ზეგავლენას მისი ცხოვრების ჩვეულ რიტმზე. არასრულწლოვანის სტიგმატიზაციას სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესის ნეგატიური გავლენა იწვევს. ასეთი შეიძლება იყოს სირცხვილი დამნაშავედ ცნობის გამო, ნასამართლობა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცხოვრება. ხოლო თავისთავად სტიგმატიზაცია ართულებს არასრულწლოვანის რესოციალიზაციას და ზრდის მის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს. გარდა იმისა, რომ საზოგადოებას ემუქრება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, იგი კარგავს წევრს, რომელიც შეიძლებოდა, რეაბილიტირებული დაბრუნებოდა თავის სოციალურ გარემოს. სწორედ სტიგმატიზაციის თავიდან აცილება არის განრიდების პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი. არასრულწლოვანმა ისე უნდა აგოს პასუხი ჩადენილი სამართალდარღვევისთვის, რომ არ მიიღოს სტრესი, არ მოწყდეს ოჯახს და არ შეფერხდეს ან შეიზღუდოს მისი თავისუფალი განვითარების უფლება.

6.დამნაშავის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინება-განრიდებისა და მედიაციის ერთ-ერთ დამოუკიდებელ პრინციპს წარმოადგენს. პირის განრიდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უნდა იყოს პრიორიტეტული სათანადო კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში. პროკურორის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს დამნაშავის ინტერესს. აქ უნდა შეფასდეს, თუ რა შესაძლო შედეგი ექნება დამნაშავის ჩართვას პროგრამაში, როგორია განმეორებითი დანაშაულის რისკი და ა. შ.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რას გულისხმობს განრიდების პროგრამა

რას გულისხმობს განრიდების პროგრამა

ვრცლად

მართლწინააღმდეგობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები

მართლწინააღმდეგობა და მისი გამომრიცხველი გარემოებები

ვრცლად

არასრულწლოვანთა სისიხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი

არასრულწლოვანთა სისიხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი

ვრცლად

აღკვეთის ღონისძიების გამოყენება

აღკვეთის ღონისძიების გამოყენება

ვრცლად

რას ნიშნავს აღკვეთის ღონისძიება და როდის გამოიყენება?

რას ნიშნავს აღკვეთის ღონისძიება და როდის გამოიყენება?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp