iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » გაყრაზე უარი მეუღლის მდგომარეობაზე ზრუნვის მიზეზით
იურიდიული სტატია

გაყრაზე უარი მეუღლის მდგომარეობაზე ზრუნვის მიზეზით

21-02-2023, 14:59 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / განქორწინება 202 ნახვა
გაყრაზე უარი მეუღლის მდგომარეობაზე ზრუნვის მიზეზით

გაყრაზე უარი, 1123 II მუხლის ანალოგიით, დასაშვებია ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც ეს წარმოშობს გადაულახავ წინაღობას არა არასრუწლოვანი შვილის, არამედ მეორე მეუღლის ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის. ამ შემთხვევაში ანალოგია ეფუძნება ისევ კანონით გამყარებულ მეუღლეთა ურთიერთზრუნვის ვალდებულებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დროის კონკრეტულ მომენტში გაყრის შეუძლებლობა.

ამგვარი დაუშვებლობა შეიძლება განპირობებული იყოს მეორე მეუღლის მძიმე დაავადებით, განსაკუთრებით მაშინ, თუ სავარაუდოა მისი გარდაცვალება უახლოეს პერიოდში6 ან არსებობს თვითმკვლელობის საფრთხე იმ მეუღლისა, რომელიც უარს ამბობს გაყრაზე. ქორწინების ძალაში დატოვებასთან დაკავშირებულმა არგუმენტებმა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად უნდა გადაწონოს მეორე მხარის ინტერესი გაყრის მიმართ. არასაკმარისია, რომ გაყრა იმ მხარისათვის, რომელიც უარზეა, დაკავშირებული იყოს ისეთ ჩვეულ, უარყოფით მომენტებთან, როგორიცაა ეკონომიკური დანაკლისები.

განქორწინების გადადება დაუშვებელია მაშინაც კი, თუ ის ამის შედეგად სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდება და სოციალური დახმარების იმედად უნდა იყოს. ეს შედეგი არ დგება არც მაშინ, როდესაც განქორწინება გამოიწვევს ბავშვზე მზრუნველობისა და ბავშვთან ყოფნის უფლების შეზღუდვას ან ყოფილი მეუღლის უცხოეთში გადასვლასთან დაკავშირებულ უსიამოვნებებს, ან საზოგადოების თვალში ცუდად წარმოჩენას. ასევე არასაკმარისია, ზოგადად, თანაცხოვრების ჩაშლიდან გამომდინარე სირთულეები; აუცილებელია, რომ სირთულე უშუალოდ განქორწინებიდან გამომდინარეობდეს. საჭიროა, რომ ხსენებული გაუსაძლისი წინაღობა ქარწყლდებოდეს განქორწინების მომენტის გადაწევით.

აუცილებელია, რომ მეორე მხარე უარს აცხადებდეს გაყრაზე იმ მიზეზით, რომ ჯერ კიდევ ჰქონდეს იმედი და მიზნად ისახავდეს ოჯახური თანაცხოვრებისა და ზოგადად ქორწინების შენარჩუნებას. სხვა შემთხვევაში, 1123 II მუხლის გამოყენება გამორიცხულია.

გარდა ამისა, გაყრაზე უარის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს ასევე მეორე მხარის მოთხოვნილებები და საჭიროებები და აწონ-დაწონოს ამ საჭიროებებსა და ხსენებულ გადაულახავ სირთულეს შორის (სსკ-ის 354 I მუხლი). მაგალითად, გაყრა ნებისმიერ შემთხვევაში დასაშვებია, თუ მეორე (გაყრის მსურველი) მეუღლეც ზუსტად ისევეა მიდრეკილი სუიციდისაკენ (ქორწინების ძალაში დატოვების შემთხვევაში), როგორც მეუღლე, რომელიც გაყრაზე უარს ამბობს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


უარი გაყრაზე შვილის ინტერესების სასარგებლოდ

უარი გაყრაზე შვილის ინტერესების სასარგებლოდ

ვრცლად

როდის არ აქვს უფლება ქმარს განქორწინედეს, ცოლის თანხმობის გარეშე

როდის არ აქვს უფლება ქმარს განქორწინედეს, ცოლის თანხმობის გარეშე

ვრცლად

მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება

მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება

ვრცლად

საქორწინო ხელშეკრულება

საქორწინო ხელშეკრულება

ვრცლად

გადაგადაწყვეტილების მიღება შვილების საცხოვრებელი ადგილისა და მათი რჩენის შესახებ

გადაგადაწყვეტილების მიღება შვილების საცხოვრებელი ადგილისა და მათი რჩენის შესახებ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp