iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი / სტატიები » უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე
იურიდიული სტატია

უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე

4-05-2023, 15:10 ადვოკატი / სტატიები / მემკვიდრეობა / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 951 ნახვა
უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე
  • მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა. უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე უნდა გაფორმდეს სანოტარო ორგანოში.
  • არ დაიშვება სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ნაწილობრივ, რაიმე დათქმით ან ვადით ;თუ მემკვიდრე უარს იტყვის სამკვიდროს ნაწილზე ან დათქვამს რაიმე პირობას, ითვლება, რომ ის უარს ამბობს სამკვიდროზე.
  • მემკვიდრეს, რომელიც არ მისდევს სოფლის მეურნეობას, შეუძლია უარი თქვას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, მოწყობილობის, შრომის იარაღებისა და პირუტყვის მიღებაზე, მაგრამ ეს არ ჩაითვლება საერთოდ უარის თქმად სამკვიდროს მიღებაზე.
  • თუ მემკვიდრეს სხვადასხვა საფუძვლით სამკვიდროდან რამდენიმე წილი ეკუთვნის, მას შეუძლია მიიღოს ერთი წილი და უარი თქვას მეორეზე, ან უარი თქვას ყველაზე.
  • მემკვიდრეს უფლება აქვს უარი თქვას სამკვიდროს იმ ნაწილზე, რომელიც ეკუთვნის შემატების უფლებით, სამკვიდროს დანარჩენი ნაწილის მიუხედავად.
  • მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე სხვა პირთა სასარგებლოდ კანონით ან ანდერძით მემკვიდრეთა რიცხვიდან. არ დაიშვება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა იმ პირთა სასარგებლოდ, რომლებიც ცნობილი არიან უღირს მემკვიდრეებად ან რომელთაც ანდერძის პირდაპირი მითითებით ჩამოერთვათ მემკვიდრეობის უფლება. ასეთი უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სხვა მემკვიდრეების მიერ.
  • თუ მემკვიდრემ უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, მაგრამ არ განუცხადებია, თუ ვის სასარგებლოდ ამბობს უარს, მაშინ მისი წილი შეემატება მემკვიდრეებად მოწოდებულ კანონით მემკვიდრეთა წილს, ხოლო, თუ მთელი სამკვიდრო ანდერძით იყო განაწილებული, მაშინ – ანდერძით მემკვიდრეთა წილს და იგი განაწილდება მათ შორის მათი წილის პროპორციულად, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
  • თუ მემკვიდრე, რომელმაც უარი თქვა სამკვიდროს მიღებაზე, ერთადერთია ამ რიგის მემკვიდრეთა შორის, მაშინ სამკვიდრო გადავა მომდევნო რიგის მემკვიდრეებზე.
  • თუ მემკვიდრე უარს ამბობს სამკვიდროს მიღებაზე რამდენიმე მემკვიდრის სასარგებლოდ, მას შეუძლია მიუთითოს თითოეულის წილზე. ასეთი მითითების არარსებობისას მისი წილი თანაბრად განაწილდება იმ მემკვიდრეებზე, რომელთა სასარგებლოდაც უარი იყო ნათქვამი სამკვიდროს მიღებაზე.
  • სამკვიდროზე უარის თქმა შვილიშვილის სასარგებლოდ დასაშვებია, თუ სამკვიდროს გახსნის დღისათვის ცოცხალი აღარ არის მისი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, ან თუ შვილიშვილი ანდერძით მემკვიდრეა.
  • სახელმწიფოს არა აქვს უფლება უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც მასზე გადავიდა.
  • არ დაიშვება უარის თქმა სამკვიდროს მიღებაზე მას შემდეგ, რაც მემკვიდრემ სანოტარო ორგანოში შეიტანა განცხადება სამკვიდროს ან სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ.
  • მემკვიდრის განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ შეუქცევადია; თუ მემკვიდრე ქმედუუნაროა, შეზღუდულქმედუნარიანია ან მხარდაჭერის მიმღებია, სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა დასაშვებია სასამართლოს ნებართვით.
  • მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სამკვიდრო, მიღება, უარის თქმა, მემკვიდრეობითი სამართალი, ნაწილობრივ მიღება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სამკვიდროზე უარის შეუქცევადობა

სამკვიდროზე უარის შეუქცევადობა

ვრცლად

ერთადერთი მემკვიდრის უარი სამკვიდროზე

ერთადერთი მემკვიდრის უარი სამკვიდროზე

ვრცლად

ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

ანდერძით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა

ვრცლად

საანდერძო დანაკისრის შესრულება

საანდერძო დანაკისრის შესრულება

ვრცლად

სამკვიდროს მიღება

სამკვიდროს მიღება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp