Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ბინის შეძენა-რა გავითვალისწინოთ

ბინის შეძენა-რა გავითვალისწინოთ


როდესაც ადამიანი ბინის შეძენას გადაწყვეტს, ჯერ უნდა დარწმუნდეს, შეესაბამება თუ არა მფლობელის მიერ დასახელებული თანხა ამ ბინის ხარისხს. 

პირველ რიგში მყიდველმა  უნდა გაითვალისწინოს რისთვის უნდა ეს ბინა – საცხოვრებლად, გასაქირავებლად თუ სხვა მიზნით. ასევე საყურადღებოა რას ყიდულობს, რა ფასად და გაყიდვა რომ დასჭირდეს, ამ ბინის ფასი გაიზრდება თუ შემცირდება. 

შევამოწმოთ, ხომ არ არის ის შეტანილი ავარიული კორპუსების სიაში, რა მასალით არის ნაშენები, სადარბაზო როგორი აქვს და ა.შ… კორპუსს რომ შეხედავთ, ნაწილობრივ მაინც მიხვდებით, როგორი ხარისხისაა. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელ სართულზეა ბინა, ინფრასტრუქტურა თუ არის გამართული და რამდენად კარგ ადგილას მდებარეობს, თუმცა ეს ინდივიდუალურია.

უნდა იცოდეთ ვის ბინას ყიდულობთ, ან ქირაობთ, ვის ესაუბრებით,აქვს თუ არა მას უფლებამოსილება, რომ ეს ბინა გაყიდოს. თუ ბინა გამყიდველის სახელზე არ არის გაფორმებული, მან აუცილებლად უნდა გაჩვენოთ მინდობილობა, რომელიც ვადიანია და ნოტარიუსის მიერაა დამოწმებული.

თუ ადამიანი „ბე“-ს გადაიხდის და მესაკუთრე ქონებას არ გადასცემს, მაშინ ის ვალდებულია ორმაგად დაუბრუნოს ეს თანხა უკან, მაგრამ თუ მყიდველი თავისი მიზეზით აღარ შეიძენს ბინას, მაშინ „ბე“-ს მოთხოვნის უფლებას კარგავს. ამიტომ, ვიდრე ბინის მეპატრონეს ფულს დაუტოვებთ, სასურველია თქვენს შორის ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდეს.

გასათვალიწინებელია ისიც, ხომ არ არის ბინა ბანკში ჩადებული.

ზოგჯერ უძრავი ქონების სააგენტოებიც აზარალებენ ბინის მყიდველებს. თანხას წინასწარ ართმევენ, გასაყიდ ბინას ძალიან კარგად ახასიათებენ, სხვა ქონება უჩვენებენ და ბოლოს სულ სხვას გადაუფორმებენ. შესაძლოა, თაღლითი მაკლერი გამყიდველთანაც იყოს შეკრული, ამიტომ ბრმად არავის ენდოთ. 

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები