Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ამხილა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ამხილა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა

 

არასათანადო მოპყრობაში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავი ამხილა 


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ამხილა. 


გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ დაზარალებულ დ.თ.-ს, თავისი შვილის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით კონფლიქტი ყოფილ მეუღლესთან ჰქონდა. 


აღნიშნული კონფლიქტის მოსაგვარებლად, დაზარალებულის ყოფილი მეუღლის ინტერესების დაცვა, მისმა ოჯახის ახლობელმა,  შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა გადაწყვიტა, რომელმაც თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. 2024 წლის 13 თებერვალს, სამართალდამცავმა, პოლიციის უნიფორმით და ცეცხლსასროლი იარაღით დაზარალებულს სახლში მიაკითხა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თუ ის ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად უვადო მინდობილობას არ გასცემდა, იარაღისა ან/და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა. 


დაზარალებულმა აღნიშნული დანაშაულის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ზუგდიდის ოფისში განაცხადა.


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა,  ამ ეტაპისთვის საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება მოკლე დროში ჩაატარა.

დადგენილი იქნა დამნაშავე სამართალდამცავის ვინაობა და მოპოვებული იქნა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.


პოლიციის დეტექტივს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წარედგინა და გადაყენებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.


დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.


The Special Investigation Service exposed the law enforcement officer to ill-treatment


The Special Investigation Service exposed the detective of the Samegrelo-Zemo Svaneti Police Department of the Ministry of Internal Affairs to abuse of official power.


The investigation established that the victim D.T. living in Zugdidi Municipality, had a conflict with his ex-wife for taking their child abroad.


The detective of the Samegrelo-Zemo Svaneti Police Department of the Ministry of Internal Affairs decided to resolve the mentioned conflict and to protect the interests of the victim's ex-wife by abusing his official power. On February 13, 2024, a law enforcement officer, wearing a police uniform and armed with a firearm, visited the victim at home, verbally abused and threatened to use a weapon and/or drugs if he did not give a lifetime letter of attorney for taking the child abroad.


The victim reported this crime to the Zugdidi Office of the Special Investigation Service.


The Special Investigation Service promptly conducted all necessary investigative actions on the case. The identity of the offender law enforcement officer was determined and the evidence confirming the crime was obtained.


The police detective was charged with abuse of power and fired from his position.


The crime shall be punished by imprisonment for a term of up to three years.


The Special Investigation Service continues to investigate the case.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები