Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ყალბი ფულის გასაღების ფაქტებზე, საგამოძიებო სამსახურმა  სამი პირი დააკავა. 

ყალბი ფულის გასაღების ფაქტებზე, საგამოძიებო სამსახურმა  სამი პირი დააკავა. 


ყალბი ფულის გასაღების ფაქტებზე, საგამოძიებო სამსახურმა  სამი პირი დააკავა. 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ყალბი ფულის გასაღების ორი ფაქტი, რაზეც დაკავებულია სამი პირი.


გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში ბრალდებულების მიერ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქ. თბილისში გასაღებულ იქნა 19 900 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა, ხოლო მეორე შემთხვევაში ქ. ბათუმში, სხვადასხვა ობიექტზე, ბრალდებულმა გაასაღა 4 ცალი 100 ლარიანი და 1 ცალი 50 ლარიანი ყალბი კუპიურა.  გამოძიების პროცესში, აღნიშნული ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.


გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით''-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. 


Investigation Service detained 3 persons on the fact of selling forged money


As a result of operative-searching and investigative activities, carried out by the representatives of Investigation Service of the Ministry of Finance of Georgia, two  facts of selling forged money were exposed, for which three persons were detained. 


Investigation determined, that in one case, the accused persons, in order to receive illegal material benefits, in Tbilisi, have sold forged 100 USD bills in the amount of USD 19 900 and in another case, the accused person, in different facilities, in Batumi, sold 4 forged 100 USD bills and 1 forged 50 GEL bill. During the process of investigation all the above-mentioned counterfeit bills were seized.


Investigation is underway under the first part and the second part of Article 212 of the Criminal Code of Georgia, which envisages imprisonment from 7 to 10 years.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები