Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

გამოვლენილია დაახლოებით 535 000 ლარის ღირებულების ოქროს კონტრაბანდის ფაქტი, საგამოძიებო სამსახურის მიერ

გამოვლენილია დაახლოებით 535 000 ლარის ღირებულების ოქროს კონტრაბანდის ფაქტი, საგამოძიებო სამსახურის მიერ


გამოვლენილია დაახლოებით 535 000 ლარის ღირებულების ოქროს კონტრაბანდის ფაქტი, საგამოძიებო სამსახურის მიერ


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილია საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი, რაზეც დაკავებულია ერთი პირი.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის კუთვნილ ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო-გამშვები პუნქტი სარფის გავლით, საქართველოში შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის საიუველირო ნაკეთობები.


გამოძიების ამ ეტაპზე ავტობუსში აღმოჩენილია და ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები, სავარაუდო ღირებულებით 535 000 ლარი.


გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ავტობუსში სხვა შესაძლო სამალავების აღმოჩენისა და დამატებით კონტრაბანდული ძვირფასეულობის ამოღების მიზნით.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით''-ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

Investigation Service exposed the fact of smuggling of gold with the value of GEL 535 000


As a result of investigative activities carried out by Investigation Service of the Ministry of Finance of Georgia, in coordination with the representatives of the Customs Department of the Revenue Service, the fact of  importing particularly large amount of undeclared goods through the customs border of Georgia with violation of customs rules was exposed, for which one person was detained. 


Investigation determined, that the accused person, through the customs checkpoint “Sarpi” with a specially arranged hiding place in the cabin of the bus under his control, hidden from customs control, imported undeclared, especially large amounts of precious metal jewelry to Georgia. 


At this stage of the investigation, more than 5 kilograms of gold products were found in the bus and seized, with an estimated value of GEL 535,000.
Appropriate investigative activities are being carried out in order to discover other possible hiding places in the bus and to seize additional smuggled jewelry.


Investigation is underway under the 2nd part of article 214 of Criminal Code of Georgia, which envisages imprisonment from 5 to 7 years. 

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები