Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავი ამხილა

ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავი ამხილა


ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცავი ამხილა


სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 და 2024 წლებში, ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავის მეუღლეზე ფიზიკურად ძალადობდა და მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა.


2023 წლის ოქტომბრისა და დეკემბრის თვეში, ბრალდებულმა თავის მეუღლესთან ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მასზე ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.
2024 წლის თებერვალში, ბრალდებული მეუღლეს სოციალურ ქსელ „Facebook”-ით კომუნიკაციისას, სახლის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.


სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა და მტკიცებულებების მოპოვება მყისიერად უზრუნველყო, რის საფუძველზეც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ  სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარის ფაქტებზე,  საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით სამართალდამცავს ბრალდება წარედგინა. 


სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს '' - ნათქვამია განცხადებაში.

The Special Investigation Service exposed the law enforcement officer to the facts of violence and threat


The employee of the Special Tasks Department of the Ministry of Internal Affairs A.B. was exposed by the Special Investigation Service to the facts of domestic violence and threats in the presence of juveniles.


The investigation established that in 2023 and 2024, in the presence of his minor children, the accused physically abused his wife and threatened her with the destruction of her life and property.


In October and December 2023, during a mutual altercation with his wife, in the presence of his minor children, the accused physically insulted her several times and inflicted injuries on different parts of his body.


In February 2024, the accused threatened his wife to burn down the house and take her life via communication on the social network "Facebook".
The Special Investigation Service, upon the victim's report, carried out urgent investigative actions and immediately obtained the evidence, based on the resolution issued by the Prosecutor's Office of Georgia, law enforcement officer A.B. was charged on the facts of domestic violence in the presence of a minor and threats of death and the destruction of property under Article 126¹ (2b)  and Article 111 – 151(2d) of the Criminal Code of Georgia.
The Special Investigation Service continues the investigation of the case.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები