Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 

მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 


'' მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 


თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 12 ივნისს, თბილისში ბრალდებული  ხეთაგუროვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა მევალეს და  იმ მოტივით რომ ვალად აღებული თანხა უკან არ დაებრუნებინა, ანგარებით მკვლელობის მიზნით  დაზარალებულს დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები  მიაყენა.  დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. 


სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ანგარების მოტივით) წარედგინა. 


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა'' - ნათვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები