Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულებები

გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულებები


გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულებები

გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით.

ქმედება თვითიმედოვნებითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა.

ქმედება დაუდევრობით არის ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც.

დაუდევრობის დროს არ არსებობს ფსიქიკური კავშირი მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. პირს გაცნობიერებული არ აქვს, რომ სჩადის წინდახედულობის ნორმით აკრძალულ ქმედებას და არ ითვალისწინებს უკანონო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას შეეძლო და ევალებოდა კიდეც.

გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლში. მაგ: 188-ე მუხლი - ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით; 116-ე მუხლი - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით; 124-ე მუხლი - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები