Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება

დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება


პირს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან დანაშაულის დამთავრებაზე ნებაყოფლობით და საბოლოოდ აიღო ხელი. 

პირს, რომელმაც ნებაყოფლობით აიღო ხელი დანაშაულის დამთავრებაზე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ ფაქტობრივად ჩადენილი ქმედება სხვა დანაშაულს წარმოადგენს. 

თუ  პირმა  მიუხედავად  აქტიური  მცდელობისა  დანაშაული  ვერ  აიცილა,  დაისჯება  დამთავრებული  დანაშაულისათვის.

დანაშაულის ორგანიზატორს, წამქეზებელსა და დამხმარეს არ დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მათ გადაარწმუნეს ამსრულებელი, დროულად შეატყობინეს ხელისუფლების ორგანოს ან სხვაგვარად შეუშალეს ხელი ამსრულებელს ან სხვა თანამონაწილეს და ამით არ მისცეს დანაშაულის დამთავრების შესაძლებლობა. დამხმარეს აგრეთვე არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მან ამსრულებლის მიერ დანაშაულის დაწყებამდე უარი თქვა შეესრულებინა შეპირებული ქმედება ანდა ამსრულებლის მიერ დანაშაულის დამთავრებამდე უკან დაიბრუნა დანაშაულის ჩასადენად გადაცემული იარაღი ან საშუალება. 

თუ ორგანიზატორმა, წამქეზებელმა და ფსიქიკურმა დამხმარემ თავიანთი მოქმედებით ვერ შეძლეს თავიდან აეცილებინათ ამსრულებლის მიერ დანაშაულის დამთავრება, მაშინ მათ მიერ მიღებული ზომები სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას შეიძლება მიიჩნიოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად. 

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება აგრეთვე იმას, ვინც დანაშაულის შემადგენლობის შესაბამისი შედეგის განხორციელებისათვის ყველაფერი გააკეთა, რაც მასზე იყო დამოკიდებული, მაგრამ შემდეგ თავისი ნებაყოფლობითი ქმედებით თავიდან აიცილა ეს შედეგი.

ნებაყოფლობით ხელის აღების გარდა, სისხლის სამართლის კოდექსი, ასევე ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების სხვა საფუძველს, როგორიცაა  ქმედითი მონანიება.

თუ პირი პირველად ჩაიდენს დანაშულს, რომლისთვის გათვალისწინებული სასჯელი არ აღემატება 3 წლით თავისუფლების აღკვეთას და იგი ამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ნებაყოფლობით გამოცხადდება ბრალის აღიარებით, ხელს შეუწყობს დანაშულის გახსნას და აანაზღაურებს ზიანს. სხვა კატეგორიის დანაშულის ჩადენის შემთხვევაშიც, შესაძლებლია პირი გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუკი ეს გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით.

ქმედითი მონანიების დროს პირი თავისი ნებასურვილით უნდა გამოცხადდეს სამართალდამცავ ორგანოში და განაცხადოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის თაობაზე. ბრალის აღიარებით გამოცხადებად ჩაითვლება ასევე ისეთი შემთხვევა თუ თავად დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელიც ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს სამართალდამცავებთან გამოცხადებას, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საგამოძიებო ორგანოებს შეატყობინებს მის ადგილმდებარეობას და მოსთხოვს მათი წარმომადგენლის მოსვლას დათქმულ ადგილას.

თუ დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება დანაშაულის ჩადენამდე (მომზადება, დამთავრებული/დაუმთავრებელი მცდელობა) ხორციელდება, ქმედითი მონანიება პირიქით, პირის პოსტკრიმინალურ ქმედებას წარმოადგენს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები