Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

დანაშაულში თანამონაწილეობის სახეები

დანაშაულში თანამონაწილეობის სახეები


დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში. ესე იგი, თანამონაწილეობით დანაშაულის ჩადენა ნიშნავს თითოეული თანამონაწილის მიერ სხვადასხვა ხარისხისა და ხასიათის ქმედების ჩადენას.

ვიწრო გაგებით თანამონაწილეობა, რომელსაც მეორენაირად რთულ თანამონაწილეობას უწოდებენ, გულისხმობს როლების დანაწილებას ცალკეულ მონაწილეთა შორის (ორგანიზატორი, წამქეზებელი, დამხმარე). ფართო გაგებით თანამონაწილეობა მოიცავს თანაამსრულებლობასაც.

დანაშაულში თანამონაწილეობის სახეები 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილი გვთავაზობს დანაშაულში თანამონაწილეობის პირველი სახის, ორგანიზატორის დეფინიციას. ორგანიზატორია ის, ვინც მოაწყო დანაშაულის ჩადენა ან ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას, აგრეთვე ის, ვინც შექმნა ორგანიზებული ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას. 

ორგანიზატორი არის პირი, რომელიც აერთიანებს დანაშაულის ხელმძღვანელობას, სხვა თანამონაწილეთა ძალღონეს, წარმართავს მათ ერთობლივ საქმიანობას დანაშაულის მომზადებისა თუ უშუალო შესრულების პროცესში. ორგანიზატორი შეიმუშავებს დანაშაულის ჩადენის გეგმას, აძლევს მითითებებს ამსრულებლებს, როგორ უნდა იმოქმედონ დანაშაულის ჩადენისას. ამდენად, მისი საქმიანობა თავისი ხარისხითა და ინტენსივობით გაცილებით აღემატება სხვა თანამონაწილეების საქმიანობას და როგორც წესი,  უფრო მკაცრად ისჯება, ვიდრე სხვა სახის თანამონაწილე.

წამქეზებელია ის, ვინც დაიყოლია სხვა პირი განზრახი დანაშაულის ჩასადენად. წამქეზებლის ქმედება შეიძლება გამოიხატოს დარწმუნებაში, მუქარაში, გასამრჯელოს შეპირებაში, მცდარი მოტივაციის გაღვიძებაში და ა.შ. 

წაქეზება აუცილებლად გულისხმობს აქტიურ ზემოქმედებას სხვის ფსიქიკაზე, ამიტომ უმოქმედობით წაქეზება შეუძლებელია. 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას. 

დახმარება, როგორც წესი, აქტიური მოქმედებით ხორციელდება. თუმცა შესაძლებელია უმოქმედობით დახმარებაც. ამას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სპეციალური მოვალეობის მქონე პირი არ უშლის ხელს ამსრულებლის მიერ ქმედების ჩადენას. 

ლიტერატურაში განსხვავებენ დახმარების ორ ფორმას: ფიზიკურ და ფსიქიკურ (ინტელექტუალური) დახმარებას. ფიზიკური დახმარება, შესაძლებელია დაიყოს ორ სხვადასხვა ფორმად:  ამსრულებლისათვის იარაღის ან სხვა საშუალების გადაცემა;  დაბრკოლების თავიდან აცილება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები