Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რა არის შემაკავებელი ორდერი და როგორ ხდება მისი გამოცემა?

რა არის შემაკავებელი ორდერი და როგორ ხდება მისი გამოცემა?


უპირველესყოვლისა აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე უპირველესი რეაგირების მოხდენის ვალდებულება ეკისრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კერძოდ კი პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომლებს, რომლებიც ვალდებულნი არიან მსხვერპლის/სავარაუდო მსხვერპლის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრის ანდა მსხვერპლის თანხმობით პირს, სამედიცინო, იურიდიული, ფსიქოლოგიური დაწესებულების შეტყობინების საფუძველზე, რომელიც დახმარებას უწევს მსხვერპლს.

ხოლო არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გადაამოწმოს მიწოდებული მოძალადის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და აღნიშნულის დადასტურების შედეგად მსხვერპლის მოძალადისგან დაცვის მიზნით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

შემაკავებელიორდერი არის პოლიციის  უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

შემაკავებელი ორდერის დანიშნულება არის მყისიერი რეაგირება იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რაც მომდინარეობს სავარაუდო მოძალადის მხრიდან და საფრთხეს უქმნის მესამე პირთა უფლებებს.

ხშირ შემთხვევაში, შემაკავებელი ორდერის გამოცემა ხდება დაუყოვნებლივ, სავარაუდო მსხვერპლის მოთხოვნით, ფაქტების გადამოწმებისა და მტკიცებულებათა მოძიების გარეშე, რის საფუძველზეც უდანაშაულო ადამიანს ენიჭება მოძალადის სტატუსი.

თუმცა, პრევენციული ზომები მიღებულ უნდა იქნეს არა ნებისმიერ, არამედ - მხოლოდ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში. რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც სავარაუდო მსხვერპლი მიზანმიმართულად ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს პოლიცია და მისი მხრიდან შემაკავებელი ორდერის გამოცემის მიზანი არის არა მოძალადისგან თავდაცვა, არამედ სხვა პირადი მოტივები.

შემაკავებელი ორდერი გამოიცემა 1 თვემდე ვადით.

📣 თუ თქვენს მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი და თვლით, რომ იგი უკანონოა, შეგიძლიათ გაასაჩივროთ სასამართლოში. შემაკავებელი ორდერის გასაჩივრების ვადა არის მისი ჩაბარებიდან 3 დღე.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები