Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ფარული საგამოძიებო მოქმედებები

ფარული საგამოძიებო მოქმედებები


ფარული საგამოძიებო მოქმედებები და პერსონალურ ინფორმაციათა დაცვა.

საქორთველოს კონსტიტუციით დაცულია პირის ოჯახური ცხოვრების , პირადი სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები.ეს უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეუზღუდოს , თუ საქმე ეხება საზოგადოების უსაფრთხოებას და სახელმწიფო უშიშროებას.

როგორ უნდა ჩატარდეს ფარული სასგამოძიებო მოქმედება?

ასეთი მხოლოდ კანონის გათვალისწინებით ტარდება და მაშინ ,როცა ჩვეულებრივი მტკიცებულებების მოპოვების გზით შეუძლებელია ინფორმაციის მოპოვება.ფარული გამოძიების ჩატარებისას აუცილებელია მოსამართლის განჩინება.გამონაკლისს წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი,მოსამართლე და იმუნიტეტის მქონე პირი,რადგანაც მათზე ვრცელდება განსხვავებული წესი.

პროკურორის შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს კონკრეტულად ის,რომ გამოძიება დაწყებულია და ხორციელდება განზრახ მძიმე დანაშაულის გამო და ის გამოწვეულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით. პროკურორის შუამდგომლობაში უნდა აისახოს ისიც, თუ რა მოქმედებები ჩატარდა ადრე ,რის საფუძველზეც მიიღებს მოსამართლე გადაწყვეტილებას ჩატარდეს თუ არა ფარული საგამოძიებო მოქმედება.მოსამართლე გასცემს განჩინებას ან უარს ამბობს საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებაზე. განჩინება გამოიცემა 4 ეგზემპლარად ,საიდანაც 2-ს იტოვებს სასამართლო, ერთს გადასცემს პროკურორს და ერთს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს.

ფარული საგამოძიებო მოქმედების დრო არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს .

ინფორმაციის შენახვაზე პასუხისმგებელი პირი არის პროკურორი. აღრიცხულ უნდა იქნას რა სახის საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ,როდის დაიწყო,როდის დამთავრდა და ვინ იყო გამოძიების ობიექტი.

ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ ,მოპოვებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს,თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.

პირს წერილობით უნდა შეატყობინონ, რომ მის მიმართ ტარდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედება.კანონით ის უფლებამოსილია ეს მოქმედება გაასაჩივროს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები