Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რას გულისხმობს განრიდების პროგრამა

რას გულისხმობს განრიდების პროგრამა


განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვანის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ახალი მექანიზმია, რომელიც ამოქმედდა 2010 წლის 15 ნოემბერს.

ამ პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი გახდა ნასამართლევ, პირობით მსჯავრდებულ პირთა და პატიმართა რაოდენობის შემცირება, ასევე პროკურატურისა და სასამართლოს რესურსების დაზოგვა.

განრიდებისას პროკურორს აქვს შესაძლებლობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდოს არასრულწლოვანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, თუ ის აღიარებს დანაშაულის ჩადენას, მზად არის აანაზღაუროს ზიანი და ბოდიში მოუხადოს დაზარალებულს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, პროკურორი არასრულწლოვანის საქმეს სოციალურ მუშაკს გადასცემს,რომელიც შეიმუშავებს არასრულწლოვანის ბიოფსიქოსოციალურ პორტრეტს, რის საფუძველზე განისაზღვრება, თუ რომელი პირობის შესრულება იმოქმედებს დადებითად არასრულწლოვანზე და შეუწყობს ხელს მის გამოსწორებას. ამის შემდეგ, მედიაციის ფარგლებში, რაც აღდგენითი მართლმსაჯულების ელემენტებს მოიცავს, მხარეები შეთანხმდებიან სამოქალაქო ხელშეკრულების პირობებზე, მათ შორის არასრულწლოვანის პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შესახებ.

აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს აწერენ არასრულწლოვანი, მისი მშობლები, პროკურორი, სოციალური მუშაკი და დაზარალებული. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არასრულწლოვანს გაეწევა მისთვის საჭირო სერვისები და დაეკისრება მოვალეობები დაზარალებულის ან საზოგადოების წინაშე.

არასრულწლოვანის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას მეთვალყურეობას უწევს სოციალური მუშაკი. თუმცა შესაძლოა, რომ არასრულწლოვანმა არ გამოიყენოს მისთვის მიცემული ეს ერთი შანსი და დაარღვიოს ხელშეკრულების პირობები. ასეთ შემთხვევაში, სოციალური მუშაკი არასრულწლოვანის საქმეს კვლავ პროკურორს დაუბრუნებს. პროკურორი კი უფლებამოსილია დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა ამ არასრულწლოვანის მიმართ.

განრიდების პროგრამის მთავარი მიზანია შემცირდეს არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა და მოხდეს მათი სასარგებლო საქმიანობებში ჩართვა.

რაც შეეხება სრულწლოვანთა განრიდებას,ის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ გამოიყენება, თუკი კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი მზადაა სრულად ან ნაწილობრივ დაფაროს მისი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი ან უსასყიდლოდ შეასრულოს საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაო.

პირი მზად უნდა იყოს, შეასრულოს კანონით გათვალისწინებული გარკვეული პირობები: სახელმწიფოს გადასცეს უკანონოდ მოპოვებული ქონება, ან აანაზღაუროს ამ ქონების ღირებულება; ჩააბაროს დანაშაულის იარაღი; სრულად, ან ნაწილობრივ აანაზღაუროს თავისი ქმედებით გამოწვეული ზიანი; უსასყიდლოდ შეასრულოს საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაო.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები