Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა/შეჩერება

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა/შეჩერება


შრომითი ურთიერთობის შეჩერება -ეს არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროებით შეუსრულებლობა და ეს არ იწვევს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

შრომის კოდექსი ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლებს. მაგალითისთვის : გაფიცვა ,საგამოძიებო ორგანოებში ან სასამართლოში გამოცხადება,სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა,შვებულება მშობიარობის და ჩვილის მოსავლელად,ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში მოთავსების გამო ,შრომის უუნარობა, ანაზღაურების გარეშე და ანაზღაურებადი შვებულება და სხვა.

რაც შეეხება შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძვლებს , ესენი შეიძლება იყოს : ორგანიზაციული ან ტექნოლოგიური ცვლილებები რაც ამცირებს სამუშაო ძალას და თანამშრომელთა რაოდენობას ,ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო ,მხარეთა შეთანხმებით, დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა და ა.შ

შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას აქვს თავისი წესი. დამსაქმებელმა წერილობით უნდა გააფრთხილოს დასაქმებული ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე და მისცეს მას ერთი თვის შრომის ანაზღაურების შესაბამისი კომპენსაცია.თუ დამსაქმებელი 3 დღით ადრე გააფრთხილებს დასაქმებულს ,მაშინ ვალდებულია 2 თვის შრომის ანაზღაურების კომპენსაცია გადასცეს.

დასაქმებულს აქვს უფლება წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში დამსაქმებლის გადაწყვეტილება. 

თუ დამსაქმებელი წერილობით დასაბუთებას მოთხოვნისდა მიუხედავად არ წარადგენს ,30 დღის ვადაში ასევე შესაძლებელია გასაჩივრება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. 

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები