Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ფორს-მაჟორის შედეგები ხელშეკრულებებში

ფორს-მაჟორის შედეგები ხელშეკრულებებში

კორონავირუსის ამჟამინდელმა პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა გლობალურ ბაზრებს.ბოლო მონაცემებით მსოფლიო  მნიშვნელოვნად განიცდის მიწოდების სისტემის დარღვევებს,რაც  დაკავშირებულია პანდემიასთან, მსოფლიოში ბიზნესის 60% ექვემდებარება შეფერხებები  ბრძანებებს ჩინეთიდან .

” ფორსმაჟორული მოვლენები კონტრაქტებში ” წარმოადგენს კორონავირუსის (COVID-19) ფორსმაჟორული პუნქტების გავრცელებას ამ კონტრაქტებში,

  • შესრულების შეჩერება;
  • კონსულტაციის / დისკუსიის საჭიროება და
  • კონტრაქტების შეწყვეტა საერთოდ.

კორონავირუსის სიმძიმისა და გავრცელების სიჩქარე სწრაფად იზრდება, და ყოველდღიურად უფრო მეტი ბიზნესი და ინდუსტრია მოქმედებს, იზრდება კონტრაქტების მოცულობაც, რომლებმაც შეიძლება ფორსმაჟორული დებულებების გადახედვა მოითხოვონ. თუ გსურთ გაიგოთ მეტი COVID-19- ის პოტენციური გავლენის შესახებ თქვენს ან თქვენი კლიენტების ორგანიზაცია (ორგანიზაციებზე), დაგვიკავშირდით.

ფორს-მაჟორული გარემოებები წარმოადგენენ ისეთ საგანგებო და შეუქცევად გარემოებებს, როგორიც არის სტიქიური უბედურებები, საომარი მოქმედებები, ხელისუფლების მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები, ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ქარიშხალი, ეპიდემია, გაფიცვა, სამხედრო მოქმედებები, საქონლის (მომსახურების) ექსპორტ-იმპორტის აკრძალვა (ემბარგო) და სხვა.

აღიშნული ინსტიტუტი, ერთგვარ დამცავ მექანიზმს წარმოადგენს იმ ხელშემკვრელი მხარისთვის, რომელიც გარემო პირობებიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას, ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკურლბით ნაკისრი ვალდებულება. სწორედ მისი მოქმდების პირობებში, მხარე თავისუფლდება ხელშეკრულების შეუსრულებლობის პასუხისმგებლობისაგან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულება არ უნდა შესრულდეს.

აღსანიშნავია,რომ ფორს-მაჟორთან დაკავშირებულ პრობლემატიკას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ტერმინის განმარტების არარსებობა. ფორს-მაჟორის ცნების განსაზღვრა, მთლიანად მხარეთა ნების ავტონომიაზეა მინდობილი.

პრობლემატურია, აგრეთვე, ხელშეკრულების ბუნდოვანი დათქმები. ფორს-მაჟორი, იმ სამართლებრივ ინსტიტუტთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთან დაკავშირებით, ხელშეკრულებაში არსებული დათქმა ზუსტი და ამავდროულად მოქნილი უნდა იყოს, რათა კონტრაჰენტებმა სასურველისგან საპირისპირო შედეგები არ მიიღონ. არა მარტო ფორს-მაჟორის დათქმის ხელშეკრულებაში ასახვისგან თავის შეკავება, არამედ დებულების არასწორი ფორმულირებაც მხარეებს  ხშირად აყენებს პრობლემების წინაშე.

ყოველი შეუქცევადი გარემოება არ შეიძლება ფორს-მაჟორად იქნეს მიჩნეული, მას  ახასიათებს თავისი წინაპირობები, რაც აუცილებელია გარემოების ფორს-მაჟორად განხილვისთვის და მხარის პასუხისმგებლობისგან გასათავისუფლებლად: ა) გარე ფაქტორი - შემთხვევა ხელშემკვრელ მხარეთა კონტროლს მიღმა უნდა იყოს, ბ) არაპროგნოზირებადობა - შემთხვევა არ უნდა იყოს განჭვრეტადი/პროგნოზირებადი/მოსალოდნელი და გ) გადაულახავი - შემთხვევა არის გარდაუვალი.

ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, არის თუ არა ფორს-მაჟორი?

შექმნილი ვითარების მიუხედავად, მისი გამოწვევებისა და შედეგების გათვალისწინებით, ფორს-მაჟორი არ არსებობს, რომლის არსებობისთვის, საჭიროა კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული აქტი ფორს-მაჟორის თაობაზე. პრობლემას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ფორს-მაჟორის სამართლებრივი ინსტიტუტის არარსებობა, საკითხის მიმართ ეროვნული დონის სასამართლოების მიერ გაკეთებული დასკვნები, ფორს-მაჟორული გარემოებების შეფასება მხოლოდ ხელშეკრულების მხარეთა  ნების საფუძველზე, რაც, სამართლებრივი დავის პირობებში, დადასტურების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ამყოფებს მომჩივან მხარეს.

არა, მიუხედავად იმისა, რომ „COVID-19“-ის გავრცელება, შესაძლოა, მხარეთა კონტროლს მიღმა არსებობდეს, თუმცა დღეის მდგომარეობით, ის არ წარმოადგენს გარდაუვალ მოვლენას და ამავე დროს, შესაძლებელია იყო მისი პროგნოზირებაც   აუცილებელია მისი დადასტურება სათანადო ორგანოს საშუალებით.

საქართველოში მოქმედი „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ 2012 წლის კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ლ) ქვეპუნქტის თანახმად, პალატა ფიზიკური ან იურიდიული პირების ნებაყოფლობით წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, ახდენს ფორს-მაჟორული გარემოებების დამოწმებას.

შეჯამების სახით უნდა აღინიშნოს, რომ ფორს-მაჟორის ხელშეკრულებაში გაწერის ზუსტ ფორმულირებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, მხარეთათვის ცუდი შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ფორს-მაჟორული დათქმის არარსებობა, არამედ ბუნდოვანი და არაზუსტი ჩანაწერიც. სწორედ ამიტომ, ხელშეკრულებაში არსებული ფორს-მაჟორული დათქმა უნდა შეიცავდეს პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებების შესახებ ზუსტ და მოქნილ ჩანაწერს, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება, შეუტყობინებლობის ან დაგვიანებული შეტყობინების შედეგები, ზუსტად უნდა იყოს გაწერილი ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში მისი თანმდევი იურიდიული შედეგი.

 

სასამართლო „ბრმად“ არ უნდა დაეყრდნოს ფორს-მაჟორული გარემოებების ფაქტსა და თუნდაც სავაჭრო-სამრეწველო პალატის დასკვნის არსებობას. სასამართლომ თითოეულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს მიზეზობრივი კავშირი ვალდებულების გართულებასა და ფორს-მაჟორულ გარემოებას შორის. ასევე ფორს-მაჟორის ამოქმედების ისეთი აუცილებელი იურიდიული წინაპირობები, როგორიცაა გადაულახავობა და მხარის კონტროლს მიღმა არსებობა, რის საფუძველზეც შეძლებს საფუძვლიან მსჯელობას და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თანხვედრაში იქნება კერძო სამართლის ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტთან, როგორიც ფორს-მაჟორია.

ჩვენ გვენდობა მსოფლიოს უდიდესი კომერციული ფირმები.ჩვენი გუნდი მზად არის ყველა კომერციული კონტრაქტის განსახილველად, რომელშიც მონაწილეობს მინიმუმ ერთი ჩინური სუბიექტი და შეიცავს ფორსმაჟორულ დებულებებს ამ შედეგების იდენტიფიცირების, კატეგორიზაციასა და ანალიზისს.

 

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები