Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

საქართველოში 2023 წლის იანვარი-მარტში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა შემცირდა

საქართველოში 2023 წლის იანვარი-მარტში გაცემული სამშენებლო ნებართვების რაოდენობა შემცირდა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ პირველი კვარტლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველოში 2023 წლის იანვარი-მარტში 2 195 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია.

ამ პერიოდში ნებართვები 1 689.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაიცა. ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.4%-ით მეტია. 

გაცემული ნებართვების 74.9% ქვეყნის 4 რეგიონზე ნაწილდება, კერძოდ, 49.2% მოდის ქ. თბილისზე, 10.1% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.5% - ქვემო ქართლის რეგიონზე და 7.1% - იმერეთის რეგიონზე. იანვარ-მარტში ნებართვები მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე გაიცა. 

იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში 539.5 ათასი კვ.მ ფართობი იყო მიღებული, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2%-ით ნაკლები. ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რიცხვი კი 24.8%-ით 689-მდე გაიზარდა. 

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი ასევე ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის, კერძოდ, 28.9% მოდის ქ. თბილისზე, 17.3% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.8% - კახეთის რეგიონზე და 9.9% - იმერეთის რეგიონზე.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები