Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

როგორ გადადის მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლება

როგორ გადადის მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლება


მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის სისტემებს ყოფენ იმ განსხვავებების მიხედვით, რომლებიც ახასიათებს, ერთი მხრივ, ტრადიციისა და კონსესუალურ და მეორე მხრივ, აბსტრაქტულ და კაუზალურ სისტემებს. რას ნიშნავს თითოეული მათგანი და რით განსხვავდება ეს სისტემები ერთმანეთისგან ⬇️ 

კონსესუალური სისტემის მიხედვით, მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემისათვის საკმარისია მხარეთა შორის იმ ხელშეკრულების დადება, რომლითაც ხდება ამ უფლების გადატანა, ანუ საკუთრების უფლება შემძენზე გადასულად ჩაითვლება ხელშეკრულების დადების მომენტიდან.

ტრადიციის სისტემის მიხედვით, საკუთრების უფლების გადაცემისთვის, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების გარდა, როგორც წესი, აუცილებელია ნივთის შემძენისთვის მფლობელობაში გადაცემა. ამგვარად, საკუთრების უფლება შემძენზე გადასულად ჩაითვლება არა ხელშეკრულების დადების, არამედ ნივთის შემძენისთვის მფლობელობაში გადასვლის მომენტიდან.

კაუზალური სისტემის მიხედვით, ხელშეკრულებას თავისთავად გადააქვს საკუთრების უფლება ყოველგვარი სხვა სამართლებრიცი აქტისა თუ დადგენილი ფორმალობების გარეშე. ამ შემთხვევაში საუბარია ისეთ ხელშეკრულებებზე, რომლებსაც თავისი იურიდიული ბუნების გამო შეუძლია საკუთრების უფლების გადატანა. ესენია მაგალითად: ნასყიდობა, ჩუქება, გაცვლა, სესხი და სხვა. ამასთან, ამ ხელშეკრულებათა თავიდანვე ბათილობა ან შემდგომში მათი ბათილად ცნობა ყველა შემთხვევაში შედეგად იწვევს იმას, რომ საკუთრების უფლება თავიდანვე ვერ გადადის შემძენზე: ითვლება რომ შემძენი არასოდეს არ ყოფილა მესაკუთრე, რადგან თვით ხელშეკრულების ბათილობის სამართლებრივი შედეგი მდგომარეობს იმაში, რომ საყოველთაო აღიარებით იგი მიიჩნევა როგორც თავიდანვე არარსებული.

და ბოლოს, აბსტრაქტული სისტემის მიხედვით, საკუთრების უფლების გადაცემა ხორციელდება სპეციალური სამართლებრივი აქტის მეშვეობით, რომელიც სრულიად ემიჯნება ვალდებულებით – სამართლებრივ გარიგებას, საკუთრების გადაცემისთვის არაა საკმარისი ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულება, რითაც გამყიდველი ვალდებული ხდება ნივთი გადასცეს მყიდველს. საჭიროა მხარეთა დამატებითი შეთანხმება ამ ნივთის გადაცემის თაობაზე, რომ ამიერიდან ნივთი მყიდველის საკუთრება იქნება, რასაც სანივთო-სამართლებრივი აბსტრაქტული სანივთო ხელშეკრულება ჰქვია, ამგვარად, ის ვინც იძენს საკუთრებას, ორ გარიგებას მაინც დებს დამოუკიდებლად: ვალდებულებითსა და სანივთოს. თუ პირველით საკუთრების დათმობა ხდება, მეორე მის რეალურ გადასვლას უწყობს ხელს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები