Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

რა შემთხვევაში ჩამოერთმევათ ან შეეზღუდებათ მშობლებს უფლებები

რა შემთხვევაში ჩამოერთმევათ ან შეეზღუდებათ მშობლებს უფლებები


მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეჩერება

  • სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს მშობლების უფლება, იყვნენ ბავშვის წარმომადგენლები სასამართლო წარმოების განმავლობაში, დავის გადაწყვეტამდე ამ კოდექსის 1200-ე და 1201-ე მუხლების შესაბამისად. 
  •  როდესაც ამ კოდექსის 1251-ე მუხლის შესაბამისად მშობლები აცხადებენ ბავშვის გაშვილების შესახებ თანხმობას, მშობლის ყველა უფლება შეჩერებულია, თუ მშობლები ბავშვის გაშვილების შესახებ თანხმობაზე უარს არ განაცხადებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
  • თუ ნაპოვნია ბავშვი, რომლის ვინაობა, მშობლების ვინაობა ან მათი ადგილსამყოფელი უცნობია, მისი მშობლების უფლებები და მოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება, სანამ: ა) დადგინდება მისი ან მისი მშობლების ვინაობა და ის დაუბრუნდება თავის ოჯახს; ბ) დადგინდება მისი მშობლების ვინაობა, რომლებიც თავს არიდებენ მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შესრულებას, და სასამართლო შეუზღუდავს ან ჩამოართმევს მათ მშობლის უფლებებსა და მოვალეობებს; გ) ბავშვი აღიარებული იქნება მიტოვებულად.
  • მეურვეობა და მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობლის უფლებები და მოვალეობები შეჩერებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად.

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება სასამართლოს გამოაქვს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით.

მშობელს ყველა უფლება და მოვალეობა ჩამოერთმევა, თუ: 

1. სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას; 

2. არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით;

3. ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია; 

4. ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის მოწყალების თხოვნა, მაწანწალობა); 

5. შვილი მიტოვებულად არის აღიარებული.

სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ბავშვი, რომლის ორივე მშობელს ჩამოერთვა მშობლის უფლებები, უნდა იქნეს შვილად აყვანილი, ან მას უნდა დაენიშნოს მეურვე ან მზრუნველი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები