Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  იმერეთში  საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  იმერეთში  საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  იმერეთში  საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს.


იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.


შეხვედრაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარემ დავით დევიძემ, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად  რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და მიმდინარე საამზომველო სამუშაოების პროცესი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერთან, მოადგილეებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად  განიხილა.


„იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო წარმატებით აგრძელებს მიწის რეგისტრაციის რეფორმას მთელი ქვეყნის მასშტაბით.  დღეის მდგომარეობით, აზომილია 750 000-მდე მიწის ნაკვეთი და აქედან საკუთრების უფლების რეგისტრაცია 600 000-მდე მიწის ნაკვეთზე უკვე რეგისტრირებულია. 


დღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტში გაიმართა შეხვედრა საჯარო რეესტრის წარმომადგენლებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის, სადაც განვიხილეთ კონკრეტულად მიმდინარე სამუშაოები, დავგეგმეთ ის ღონისძიებები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ტყიბულში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი აიზომოს და დარეგისტრირდეს.  ასევე შეხვედრაზე განვიხილეთ საჯარო რეესტრის შესახებ კანონში გასული წლის დეკემბერში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ახლებურად წესრიგდება შენობა- ნაგებობებზე საკუთრების  უფლების რეგისტრაციის წესი, სადაც მუნიციპალიტეტის ჩართულობა იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი,  დავგეგმეთ ის ელექტრონული სერვისები, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციის გაცვლა მოხდება რეალურ დროში და არ შეფერხდება სარეგისტრაციო პროცესი. “- განაცხადა დავით დევიძემ.


მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).


საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.


2022 წლიდან დღემდე აზომილია 776 428  მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 606 045  მიწის ნაკვეთზე.


პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო


შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.
მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024 '' - ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში. 



The National Agency of Public Registry (NAPR) continues to hold informative meetings in Imereti within the framework of the systematic land registration reform.

The representatives of the NAPR under the Ministry of Justice of Georgia held an informative meeting in TKibuli Municipality within the framework of systematic land registration reform.

David Devidze, the Chairman of the NAPR, together with the representatives of the agency, discussed the activities planned within the framework of the reform and the process of ongoing surveying works with the Tkibuli Municipality Mayor, deputies and representatives of the Sakrebulo.

“The NAPR under the Ministry of Justice of Georgia is successfully continuing the land registration reform throughout the country. As of today, up to 750,000 land plots have been surveyed, and of these, ownership rights have already been registered for up to 600,000 land plots. Today, a meeting was held in Tkibuli Municipality between the representatives of the NAPR and the representatives of the City Hall, where we specifically discussed the current works, planned the measures through which it will be possible to survey and register all the land plots in Tkibuli. Also, at the meeting, we discussed the amendments made to the Law on Public Registry in December of last year, at the initiative of the Government of Georgia, according to which the rules of registration of property rights to buildings are newly regulated, where the involvement of the municipality will be particularly important, we planned the electronic services through which the information exchange will take place in real time and registration process will not be delayed.” – mentioned David Devidze.

Systematic land registration is being implemented across Georgia, covering 59 municipalities throughout the country (excluding self-governing cities and occupied territories).

The NAPR is conducting the measurement and registration of private, state, or municipally-owned land plots from 2022 to 2024, following a predetermined plan schedule.

776,428 land plots have been surveyed since 2022. Ownership rights are registered on 606,045 land plots.

Use of the project is completely free.

A unified accurate cadastral and legal picture (map) will be created. The immovable property market will also develop.
Systematic land registration 2024.



კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები