Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

საკუთრების მოპოვება მიწის ნაკვეთზე

საკუთრების მოპოვება მიწის ნაკვეთზე


თუ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაკავებული გაქვთ 2007 წლამდე და სარგებლობთ ამ მიწის ნაკვეთით, მაშინ შეგიძლიათ მოიპოვით მასზე საკუთრების უფლება. ამისათვის საჭიროა დაინტერესებული პირი ორი პირობიდან ერთ-ერთ პირობას აკმაყოფილებდეს:

მიწის ნაკვეთი უნდა მდებარეობდეს თქვენს საკუთრებაში უკვე არსებული უძრავი ქონების (საკარმიდამო ან ცარიელი მიწის ნაკვეთის) მომიჯნავედ და დასაკანონებელი მიწის ნაკვეთის ფართობი ნაკლები უნდა იყოს საკუთრებაში არსებული ნაკვეთის ფართობზე. მაგალითად: თუ თქვენს საკუთრებაშია 1000 (ათასი) კვ.მ მიწა, მომიჯნავედ შეგიძლიათ დაიკანონოთ  არაუმეტეს 999 კვ. მიწის ფართი.

თუ მფლობელობაში არსებული დასაკანონებელი მიწის ნაკვეთი არ მდებარეობს თქვენს საკუთრებაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ და მდებარეობს განცალკევებით, მაშინ ასეთ მიწის ნაკვეთზე (დასაკანონებელზე) განთავსებული უნდა იყოს საცხოვრებელი სახლი (აშენებული, შენებარე ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული).

მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე  შეუძლია იურიდიულ პირსაც.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები