Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

როგორ ხდება მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა

როგორ ხდება მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა


რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს განქორწინების  შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ ქონების განაწილების საკითხი მითითებული ჰქონდეთ საქორწინო ხელშეკრულებაში.

ხოლო თუკი მხარეებს არ აქვთ დადებული საქორწინო ხელშეკრულება, მაშინ ავტომატურად მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ," მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი".

მეუღლეების ან ერთ-ერთი მათგანის თხოვნით, სასამართლო ვალდებულია განქორწინების საქმის გადაწყვეტასთან ერთად განიხილოს იმ ქონების გაყოფის საკითხი, რომელიც წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას.

თუ საერთო ქონების გაყოფა ხდება ქორწინების განმავლობაში, მაშინ ქონების ის ნაწილი, რომელიც არ გაყოფილა, და აგრეთვე ქონება, რომელსაც ისინი შეიძენენ მომავალში, ჩაითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუკი საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მეუღლეთა ქონების გაყოფისთვის საჭიროა კონსულტაცია ადვოკატთან,რომელიც გირჩევთ როგორ წარმართოთ პროცესი.

სახელმწიფო ბაჟის სახით იხდით მოთხოვნილი ქონების 3%-ს, რადგან თქვენ კანონი  გაძლევთ ქონების ნახევრის მოთხოვნის უფლებას, შესაბამისად ხარჯიც იქნება პროპორციული .

უფლება გაქვთ იდავოთ მხოლოდ იმ ქონებაზე, რომელიც შეძენილი არის ქორწინების რეგისტრაციის დღიდან განქორწინებამდე, ესეიგი რაც შეძენილია თანაცხოვრებაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები